დაგეგმეთ თქვენი ტური
მოგზაურების რაოდენობა  
დღეების რაოდენობა  
ჩამოსვლის თარიღი (არჩევითი)
 
გამგზავრების თარიღი (არჩევითი)
 

განთავსება

მოგზაური: 1
ოთახის კატეგორიები (მიუთითეთ სასურველი ოთახების რაოდენობა შესაბამის გრაფაში):
ერთადგილიანი ორადგილიანი სამადგილიანი

სასტუმროს კატეგორიები:

ეკონომი
საშუალო
მაღალი
სასტუმროს გარეშე

სასტუმროში შესვლა ჩამოსვლის დღეს

რეგისტრაცია 14:00 საათის შემდეგ
რეგისტრაცია 14:00 საათამდე


ძებნა

ისტორიული მემკვიდრეობა

ადამიანის ცხოვრების პირველი ნაკვალევი დმანისში 1 მლნ 800 ათას წელს ითვლის

2000 წლის 12 მაისს მსოფლიოს ბევრმა საინფორმაციო სააგენტომ და პოპულარულმა გაზეთმა ("New York Times”, "Washington Post”, "National Geographic”, "Le Monde”) გაავრცელა შემდეგი ინფორმაცია: "ნაკვალევი პირველი ადამიანის მიგრაციისა ნაპოვნია საქართველოში". ამ მოვლენის გამო მთელი ყურადღება მიპყრობილ იქნა საქართველოს მიმართ. არქეოლოგიურმა გათხრებმა გამოავლინა მდიდარი კულტუტული ნაირსახეობა პალეოლითის, ნეოლითის, ბრინჯაოს ხანისა და სხვა პერიოდის სიძველეების.

საქართველო უძველესი ქვეყანაა მდიდარი ანტიკური კულტურით და ხელოვნებით. ქვეყნის ისტორია კაცობრიობის ისტორიის დასაბამიდან იწყება. ანტიკური საქართველოს სახელმწიფოს ჩამოყალიბებას საფუძველი ჩაეყარა ქრისტეს შობამდე ბევრად უფრო ადრე. ძველმა ქართველებმა: კოლხებმა და იბერიელებმა შექმნეს პირველი ქართული სახელმწიფოები 3500 წლის წინ. ბერძნების, რომაელების, არაბების, მონღოლების, თურქების და სპარსელების ხშირი თავდასხმები აოხრებდნენ საქართველოს, მაგრამ ქვეყანა სწრაფად იმართებოდა წელში და აღდგებოდა ხოლმე ფერფლისა და ნანგრევებისაგან. ხალხის გმირული ბრძოლა საშუალებას იძლეოდა შეენარჩუნებინათ თავიანთი სახელმწიფოებრიობა, ენა და კულტურა საუკუნეების მანძილზე. თუმცა, დამპყრობელთა კულტურა ჰარმონიულად შეერწყა ადგილობრივ ტრადიციებს.

ოდითგანვე კავკასია იყო რომანტიზმის სამშობლო. საქართველო არის ლეგენდების ქვეყანა, ბერძნული მითები მოგვითხრობენ ოქროს საწმისზე, რომელიც ნახეს არგონავტებმა კოლხეთში, პრომეთე-ამირანზე მიჯაჭვულს კავკასიონის მთაზე და მედეას ტრაგედიაზე, რომელსაც მოშორებულს კოლხეთიდან არასოდეს დაუვიწია სამშობლო.

ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ერთ-ერთია მსოფლიოს 15 მართლმადიდებლურ ავტოკეფალურ ეკლესიას შორის

საქართველოშია დაფლული ქრისტეს კვართი (პერანგი), რომელიც თავად დედა ღვთისმშობელს მოუქსოვია მისთვის. პირველ საუკუნეში ქრისტეს ორმა მოციქულმა საქართველოში იქადაგა ქრისტიანობობა. ერთ-ერთი მათგანი დაკრძალულია კიდეც აქ. 337 წ. კაბადოკელი წმინდა ნინოს ქადაგების შადეგად ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა საქართველოში, ამ ეტაპიდან იწყება.

ქრისტიანული კულტურის განვითარება. ქრისტიანობა ასოცირდებოდა ეროვნულ თვითმყოფადობასთან, განსაკუთრებით ბიზანტიის იმპერიის დაეცემის შემდეგ, როდესაც საქართველო გერშემორტყმული აღმოჩნდა მუსულმანური სახელმწიფოების მიერ. ზოგიერთ მთიან პროვინციაში (ფშავი, თუშეთი) ქრისტიანობა შეერწყა ძველ, წარმართულ რიტუალებს.

ათასობით ეკლესია-მონასტრები და საკათედრო ტაძრები აშენდა შუა საუკუნეებში. ქართველებმა საზღვარგარეთაც ააშენეს მრავალი მონასტერი, ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის არის ათონის ივერთა მონასტერი (980 – 983) იგივე "ივერიონი”, როგორც მას ძველი ბერძნები უწოდებდნენ. ათონის მთა აგრეთვე იწოდება "მთაწმინდად” (წმინდა მთა) . არქიტექტორული ძეგლები შექმნილი საქართველოს რენესანსის ხანაში VI-VII სს. და X-XI სს. არის მსოფლიოს საგანძურის ნაწილი. საქართველო ოდითგანვე იყო და არის დასახლებული სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებით, აქედან გამომდინარე

საქართველოში აგრეთვე მრავლადაა კათოლიკური ტაძრები, იუდეველთა სინაგოგები და მუსლიმანთა მეჩეთები.

ქართული ანბანი შექმნილია ძვ. წ. III ს-ში და ერთ-ერთია მსოფლიოში არსებულ 14 დამწერლობას შორის.

ქართული ენა ერთადერთია იბერიულ-კავკასიურ ოჯახში, რომელსაც აქვს უძველესი დამწერლობა. ქართული ანბანი შედგება 33 ასოსაგან (28 თანხმოვანი, 5 ხმოვანი) ასოთა მოხაზულობა უნიკალურია, მათ მრგვლოვან ფორმას, ოვალურობას ანალოგია არ აქვს სხვა დამწერლობებში. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი, რაც განასხვავებს ქართულ ენას სხვა დამწერლობებისაგან ისაა, რომ ორიგინალი და ნათარგმნი ნაშრომები დაწერილი 15 საუკუნის წინ ადვილად გასაგებია ნასწავლი მკითხველისათვის, მაშინ როცა ძველი ბერძნული და ლათინური ნაშრომები საჭიროებენ თანამედროვე ბერძნულზე და ლათინურზე გადათარგმნას.

ქართული ლიტერატურის ისტორია იწყება V საუკუნიდან. შემორჩენილ ტექსტებს შორის ყველაზე ადრინდელი ლიტერატურული ძეგლია იაკობ ცურტაველის "შუშანიკის წამება”. ქართული ლიტერატურის მწვერვალად ითვლება ეპიკური ჟანრის პოემა "ვეფხისტყაოსანი”. მის ავტორს, XII ს-ის პოეტს შოთა რუსთაველს, მკვლევარები დანტესა და შექსპირს ადარებენ. ქართულ ეპიგრაფიკულ წარწერებს შორის უძველესია პალესტინის ბეთლემის მონასტრის წარწერა (432-433 წწ.), საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ წარწერებს შორის კი ბოლნისის სიონის წარწერა (492-493 წწ).

მუსიკა, ქართული ტრადიციული ცეკვები, გალობა და განსაკუთრებით კი ფოლკლორი წარმოადგენს ქართული კულტურის ყველაზე მნიშვნელოვან ელემენტს.

ქართული სიმღერები ცნობილი თავისი რთული მრავალხმიანობით, ძალიან მნიშვნელოვანია ქართველებისათვის და შემორჩენილია საქართველოს ყველა კუთხეში. არსებობს სხვადასხვა ჟანრის სიმღერები: სუფრული (სიმღერები სუფრისთვის, მრავალჟამიერი), სატრფიალო (სასიყვარულო სიმღერები), საგმირო და საგალობელი (საეკლესიო სიმღერები). XIX ს-დან საქართველოში განვითარდა კლასიკური მუსიკის ტრადიციები. საქართველოს გამოჩენილი

კომპოზიტორი იყო ზაქარია ფალიაშვილი, მისი ცნობილი ნამუშევრებია "აბესალომ და ეთერი” (1919 წ.) და დაისი (1923 წ.). თბილისის ოპერა სწორედ მისი სახელობისაა. მთელს მსოფლიოში ცნობილი ქართველი მუსიკოსები არიან ლიანა ისაკაძე, პაატა ბურჭულაძე. პიანისტები ლექსო თორაძე და ელისო ვირსალაძე, რომლებიც ძირითადად საზღვარგარეთ მოღვაწეობენ. ქართული ტრადიციული ცეკვები ცნობილია მთელს მსოფლიოში. ტრადიციის მიხედვით საქართველოში საქორწინო ცერემონიალზე აუცილებელია ახლად დაქორწინებულებმა შეასრულონ ქართული ტრადიციული ცეკვები მიუხედავად იმისა იციან ის თუ არა. საქართველოში ყველა კუთხეს აქვს თავის ცეკვა: აჭარასა და გურიას – ხორუმი (ჯარისკაცთა ცეკვა), ხევსურეთს ხევსურული, სადაც მამაკაცი იბრძვის ქალისათვის და ა.შ. ქართულმა ანსამბლებმა გაითქვეს სახელი მთელს მსოფლიოში (ანსამბლები: "სუხიშვილების ეროვნული ბალეტი”, "ერისიონი”, "რუსთავი”). საქართველოს ჰყავს უდიდესი წარმომადგენლები კლასიკური ბალეტის დარგში: ვახტანგ ჭაბუკიანი XIX ს-ის 30 წწ. და ნინო ანანიაშვილი და ირმა ნიორაძე.

 

რეკომენდირებული ტურები:
ჯიპ-ტური სვანეთში 4 დღე
საქართველოს სათავგადასავლო ტური 7 დღე

Explore more Georgia Tour Company