ტურების ფილტრი
ფილტრის მოხსნა

პაკეტის მიხედვით

სახეობის მიხედვით

ხანგრძლიობის მიხედვით

ადგილის მიხედვით

სეზონის მიხედვით

დაგეგმეთ თქვენი ტური
მოგზაურების რაოდენობა  
დღეების რაოდენობა  
ჩამოსვლის თარიღი (არჩევითი)
 
გამგზავრების თარიღი (არჩევითი)
 

განთავსება

მოგზაური: 1
ოთახის კატეგორიები (მიუთითეთ სასურველი ოთახების რაოდენობა შესაბამის გრაფაში):
ერთადგილიანი ორადგილიანი სამადგილიანი

სასტუმროს კატეგორიები:

ეკონომი
საშუალო
მაღალი
სასტუმროს გარეშე

სასტუმროში შესვლა ჩამოსვლის დღეს

რეგისტრაცია 14:00 საათის შემდეგ
რეგისტრაცია 14:00 საათამდე


ძებნა

გენაცვალე, სათავგადასავლო მოგზაურობა

მობრძანდით გენაცვალე , თქვენ ჩვენი სტუმარი იქნებით!- ამ მაღალ მთიან, ღრმა ხეობიან და მოუთვინიერებელი მდინარეების სამშობლოში მოგზაურობისას ხშირად მოისმენთ ამ მისალმებას. ეს არის ადგილი უძველესი წარსულის და ყველაზე სტუმართმოყვარე ხალხის! ლეგენდის თანახმად სამყაროს შექმნის დროს ღმერთმა ქართველებს მისთვის დატოვებული მიწა უწყალობა საცხოვრებლად, ასეთია მისი ულმობელი სილამაზე. საქართველოში უამრავი კლიმატური ზონაა გამოხატული, ასე რომ მზად იყავით გამოსცადოთ ყველა სეზონი ერთ დღეში. ტერიტორიის ორი მესამედი მთიანია. ტყით დაფარული ფერდობები და ზურმუხტისფერი ალპური მდელოები გარს ერტყმის მთის მწვერვალებს, რომლებიც 5 კილომეტრზე მაღლა არიან აღმართულნი. თუ ჩვენ გადავაადგილდებით დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით შავი ზღვის სანაპიროს სუბტროპიკული კლიმატი იცვლება ჯერ კონტინენტური, ხოლო შემდგომ კი ხმელთაშუაზღვის კლიმატით.
საქართველო არის ანტიკური ხანის დიდებული ადგილი, სადაც პირველი ევროპელი ადამიანის ნარჩენებია აღმოჩენილი და სადაც მეღვინეობის კულტურა 8000 წლის წინ დაიწყო. ამ მემკვიდრეობის შენარჩუნება ყოველთვის ქართველი ხალხის ეროვნული იდენტურობის გრძნობასთან ასოცირდებოდა.
გენაცვალე, ქართული მოგზაურობა საქართველოს შესახებ უამრავ ამბავს გაგვაცნობს, თავად ხალხის მონათხრობს, მეღვინეების, ხელოსნების, ფერმერებისა და საზოგადოების. ქართველები, მათი ტრადიციების მიმართ გამოხატულ თქვენს ყურადღებას დააფასებენ და ისინი მადლობას თავიანთი ფენომენალური სტუმართმოყვარეობით გადაგიხდიან. მოდით დავიწყოთ მოგზაურობა.

მნიშვნელოვანია: პატარა ჯგუფებად მოგზაურობა. ურთიერთობა და კონტაქტი ადგილობრივ მოსახლეობასთან და საზოგადოებასთან. თქვენივე ხელით გამოსცადეთ ჭეშმარიტად ქართული კულინარია, ღვინის მომზადება და ოსტატობა. იხილავთ თვალწარმტაცი მთებიდან მოყოლებული სუბტროპიკული სანაპირო ზოლით დამთავრებული, დაუჯერებლად საოცარი ლანდშაფტის ნაირსახეობას. მოულოდნელად გადააწყდებით ველურ ბუნებას. ცოტაოდენი თავგადასავლები. განუმეორებელი შთაბეჭდილებები ტურისტული ცენტებისგან მოშორებით, მიმზიდველი ადგილებისა და რეგიონის ყველაზე ცნობილ ღირსშესანიშნაობების ჩათვლით.

მარშრუტის ხანგრძლივობა: 13 დღე / 12 ღამე

1 დღე. ჩამოსვლის დღე
ჩამოსვლა თბილისის აეროპორტში, სასტუმროში განთავსება.

2 დღე : თბილისი – მცხეთა
ძველი თბილისისა და მცხეთის სასეირნო ტური: ჩვენი ტური იწყება სამების საკათედრო ტაძრიდან და მეტეხის ეკლესიიდან, სანამ მოვინახულებთ აბანოთუბანს, რომელიც ცნობილია გოგირდოვანი აბანოებით. საბაგირო გზით ვეწვევით ნარიყალის ციხე–სიმაგრეს, ასევე გავივლით შარდენის ქუჩაზე, რომელიც მდიდარია სასუვენირო და სასაჩუქრე მაღაზიებით. თბილისის ტური არ იქნება სრულყოფილი თუ არ მოვინახულებთ სიონის საკათედრო ტაძარს და ანჩისხატის ბაზილიკას. თავისუფლების მოედნიდან გავისეირნებთ რუსთაველის გამზირზე, რომელიც არის თბილისის ცენტრალური ქუჩა. ჩვენი ტურის დასასრულს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ჩატარდება ქართული პოლიფონიური კონცერტი. დაბრუნება თბილისის სასტუმროში.

3 დღე. თბილისი - ატენის ხეობა - ბორჯომი - ახალციხე
დილით ჩვენ დავტოვებთ თბილისს და გავემგზავრებით სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სამხრეთ ნაწილში. გზად ჩვენ გავჩერდებით ატენის ხეობასთან და დავაგემოვნებთ ღვინოს არტიზანის ღვინის ქარხანასთან. ჩვენი მომდევნო გაჩერება იქნება ქალაქ ბორჯომის მომხიბვლელი მთის კურორტი და სპა, ბორჯომის პარკი და დავაგემოვნებთ ბორჯომის მინერალურ წყალს. ასევე შესაძლებელია გაცუროთ ცხელ, გოგირდოვან წყაროებში. მინერალური წყლებით გამოცოცხლების შემდგომ ჩვენ გავისეირნებთ ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნულ პარკში. გზას გავაგრძელებთ ახალციხისკენ და მოვთავსდებით ახალციხის სასტუმროში. 

4 დღე : ახალციხე – საფარის მონასტერი – ვარძია
ჩვენ დღეს მოვინახულებთ რაბათის ციხეს, ეს არის მთავრი ციხე, რომელმაც გაუძლო თემურ ლენგის შემოსევას და მონღოლეთის არმიას. რაბათის შემდეგ მოვინახულებთ საფარის მონასტერს, რომელიც ცნობილია თავისი XIV საუკუნის კარგად შემონახული ფრესკებით. ჩვენი შემდეგ გვექნება საშუალება დავესწროთ ყველის დამზადების მასტერკლასს, მანამდე კი, შევიძენთ განსაკუთრებულ ღვინოს, რათა შევსვათ ამ მოვლენის აღსანიშნავი სადღეგრძელო. გიორგი ნათენაძემ მოიპოვა მსოფლიო აღიარება გარეული ვაზისგან უძველესი ყურძნის ნაირსახეობების აღმოჩენისა და ხელახლა მოყვანისათვის. ამ სახეობებისა და ორგანული ზრდის ტექნიკის გამოყენებით ნათენაძის მარანი ამზადებს უმაღლესი ხარისხის მესხურ ღვინოებს. მოვინახულებთ ვაზის ხეივნებსა და მარანს, რათა გავიგოთ უფრო მეტი მესხური ღვინის შესახებ, სანამ დავაგემოვნებდეთ, ავირჩევთ ერთ ბოთლს (ან ორს) ჩვენი მომდევნო აქტივობისთვის. გავაგრძელებთ მოგზაურობას კლდეში ნაკვეთ ქალაქ ვარძიისაკენ, რომელიც აშენდა XII საუკუნეში ლეგენდარული თამარ მეფის მეფობის დროს, რომელიც, ზეპირი გადმოცემის თანახმად ბავშვობაში ამ გამოქვაბულში დაიკარგა. ვარძია მოიცავს კლდეში გამოკვეთილ ასობით ოთახს, რომელიც გადაჭიმულია ერთ კილომეტრზე და შედგება დაახლოებით 13 სართულისაგან. კლდეში ნაკვეთ ქალაქთან ახლოს მდებარეობს ვარძიის დედათა მონასტერი. მონაზვნები აქ მისდევენ სხვადასხვა საქმიანობას, ამზადებენ სუვენირებს, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით იყიდება. თვითონ დედათა სამონასტრო კომპლექსი არის ძალზედ მიმზიდველი, რადგან მდებარეობს ციცაბო კლდის ხეობაში. ჩვენ შეგვიძლია ვეწვიოთ მონაზვნებს, ვისადილოთ მათთან ერთად და სხვადასხვა საქმიანობაში მივიღოთ მონაწილეობა, მაგ. ხეზე კვეთა და ხატწერა. ვახშამი და ახალციხის სასტუმროში განთავსება. 

5 დღე. უბისა - სოფელი ობჩა - ქუთაისი
გავემგზავრებით ქუთაისში. გავჩერდებით უბისის ტაძარში მეთუნეობის ხელობის სანახავად, გზას გავაგრძელებთ ბაიას ვენახებისაკენ, სადაც მივირთმევთ ლანჩს და დავაგემოვნებთ იმერულ ღვინოს. ჩავალთ ქუთაისში, მოვინახულებთ ბაგრატის ტაძარს, მოწამეთას მონასტერს და გელათის კომპლექსს, რომელიც საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდებული მეფის-დავით აღმაშენებლის მიერაა დაარსებული. XII საუკუნეში აქ მდებარეობდა ცნობილი აკადემია. მოვთავსდებით ქუთაისის სასტუმროში.

6 დღე. მარტვილი - ზუგდიდი - ანაკლია
მოგზაურობა სოფელ მარტვილში: სტუმრობა მარტვილის მონასტერში. მარტვილის კანიონთან ახლოს ჩვენ გვექნება ჯომარდობის ტური მარტვილის კანიონებში ( ეს არ არის ექსტრემალური ჯომარდობა, ამიტომ ჩვენი გასეირნება იქნება უფრო თვალწარმტაცი ვიდრე დაბრკოლებებით აღსავსე). მარტვილიდან ჩვენ გავემგზავრებით ზუგდიდში, ვესტუმრებით დადიანების სასახლეს, რომელიც ოდესღაც სამეგრელოს სამეფო ოჯახს წარმოადგენდა. დადიანების სასახლეში აგრეთვე ნაპოლეონ ბონაპარტეს დისწული აქილე მურატი ცხოვრობდა, რითაც აიხსნება, ნაპოლეონური რელიქვიების კოლექციისა და მისი გარდაცვალების ნიღაბის არსებობა სასახლეში. საღამოს ვახშმისათვის, ადგილობრივი ოჯახის ხელძღვანელობით, ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ კერძების მომზადებაში და მათთან ერთად მივირთმევთ საკვებს. ღამით კი ანაკლიაში, შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროში გავჩერდებით.

7 დღე. ანაკლია - მესტია
საუზმის შემდეგ ჩვენ ენგურჰესის გავლით მესტიაში გავემგზავრებით. მესტია სვანეთის რეგიონში მდებარეობს, სვანების სამშობლო. სვანეთში გვხვდება ველური მთის ლანდშაფტი, პატრიარქალური სოფლები და უამრავი უძველესი ტრადიციები. მესტია რეგიონის დედაქალაქია. სვანეთის ეთნოგრაფიისა და ისტორიის რეგიონალური მუზეუმი არტეფაქტების და ძველი ხელნაწერების ნამდვილ საცავს წარმოადგენს. დღევანდელი სადილობის დროს აღმოვაჩენთ, რომ სვანებს აგრეთვე განსხვავებული კულინარია აქვთ, რითაც ხასიათდება სვანური სამზარეულო. 

8 დღე : უშგული
გავემგზავრებით უშგულის მიმართულებით, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 2200 მეტრზე და წარმოადგენს ევროპის ყველაზე მაღალ მუდმივ დასახლებას. მისი სიმაღლისა და იზოლირებულობის გამო სოფელი საკმაოდ კარგად არ შემონახული საუკუნეების მანძილზე. საქართველოს ეს ერთ–ერთი სიმბოლური ადგილი ცნობილია თავისი მრავალრიცხოვანი სათვალთვალო კოშკებით და მწვერვალ შხარას ულამაზესი ხედებით. სხვა ისტორიული რელიკვიების ნახვა შეგიძლიათ კერძო ეთნოგრაფიულ მუზეუმში, რომელიც მდებარეობს ერთ–ერთ XVI საუკუნის სახლში. მუზეუმი ყოველთვის ღიაა მნახველებისთვის. უშგულის ეკლესია თარიღდება ასევე შუა საუკუნეებით – ქალწულ მარიამის ტაძარი, ან „ლამარია“ ქართულ ენაზე. საღამოს ვბრუნდებით მესტიაში.

9 დღე . მესტია – ჰაწვალი – ბათუმი
საუზმე სასტუმროში. მარგიანის სახლ–მუზეუმის მონახულების შემდეგ, საბაგირო გზით ვეწვევით ჰაწვალის მთის კურორტს. საბაგიროდან და ჰაწვალის მთიდან იშლება შთამბეჭდავი ხედები. არსებობს ადგილობრივი ლეგენდა ორი მთის შესახებ ჰაწვალიდან, სახელად უშბა და თეთნულდი. ლეგენდის თანახმად უშბა და თეთნულდი იყვნენ გოგო და ბიჭი, რომლებსაც ერთმანეთი უყვარდათ, სამწუხაროდ წყევლის გამო ისინი ვერ შეუღლდნენ, მწუხარებისგან გაიყინნენ და ორ მთად გადაიქცნენ, რომლებსაც ღრმა ღელე ყოფს. ამ ერთ–ერთი უმაღლესი წერტილიდან ჩვენ გადავინაცვლებთ ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე. გადავინაცვლებთ ალპინური სვანეთიდან სუბტროპიკულ აჭარაში. ბათუმის სასტუმროში განთავსება.

10 დღე . ბათუმი – სოფელი პირველი მაისი – სოფელი ვაიო
ჩვენი სასეირნო ტური ბათუმის სანაპირო პარკსა და ძველ ქალაქში გვაძლევს საუკეთესო შესაძლებლობას დავტკბეთ ამ პოპულარული კურორტის მშვენიერებით, ასევე გზადაგზა შევიძინოთ პატარა სუვენირები. საპორტო ქალაქი ბათუმი არის აჭარის ავტონომიური რეგიონის დედაქალაქი, ეს არის მიმზიდველი ქალაქი ისტორიული შენობებით, პარკებითა და ბოტანიკური ბაღებით. ქალაქში სასეირნო ტურის შემდეგ ვეწვევით მაღალმთიან აჭარას. დავაგემოვნებთ ღვინოს შევარდნაძის მარანში და გვექნება კულინარიული მასტერკლასი სადილის მოსამზადებლად სოფელ ვაიოში. ღამე ბათუმის სასტუმროში.

11 დღე . ბათუმის ბოტანიკური ბაღი – კოლხეთის ეროვნული პარკი – თბილისი
გამოსვლა სასტუმროდან. ვეწვევით ბათუმის ბოტანიკურ ბაღს. ერთ–ერთი უდიდესი ბოტანიკური ბაღი მდებარეობს მწვანე კონცხის მთის ფერდობზე. ამ ბაღს აქვს 9 განყოფილება, ესენია: ამიერკავკასიის სუბტროპიკების, ხმელთაშუა ზღვის, ჰიმალაური ტყის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის, აღმოსავლეთ აზიის, ასევე ჩრდილო და სამხრეთ ამერიკისა და მექსიკის განყოფილებები. აქ გვხვდება მცენარეების 5000–ზე მეტი სახეობა, რომელიც ფარავს 113 ჰექტარს. ბოტანიკური ბაღიდან იშლება სანაპირო ზოლის ულამაზესი ხედი. გავემგზავრებით პალიასტომის ტბისკენ, სადაც ყოფილი საბჭოთაკავშირის ნავსაყუდელიდან, გავისეირნებთ კერძო ნავებით კოლხეთის ეროვნულ პარკში, რომელიც დაცულია პარკის დაცვის პირების მიერ. პარკი არის დიდი დაჭაობებული ტერიტორია, სადაც შემონახულია წითელ წიგნში შეყვანილი გადაშენების პირას მყოფი ფრინველების სახეობები და წარმოადგენს ჩრდილოეთ რუსეთის ფრინველთა სახეობების მნიშვნელოვან საიმიგრაციო ტრაექტორიას. დაბრუნება თბილისში. სასტუმროში განთავსება.

12 დღე. ანანური - გერგეთი - ყაზბეგი
დილას ჩვენ პირდაპირ კავკასიონის მთებისკენ გავემართებით. გზად გავჩერდებით ჟინვალის წყალსაცავთან. წყლის უზარმაზარი მასა, რომელიც მოთავსებულია ტყით დაფარულ მთებს შორის, ორი მდინარის- თეთრი და შავი არაგვის შესართავთან. ვესტუმრებით ანანურის ციხეს, რომელიც, წყალსაცავიდან 8 კილომეტრში მდებარეობს. ჟინვალიდან ალპურ სათხილამურო კურორტ გუდაურში გადავინაცვლებთ, ძველ სამხედრო გზით, სტეფანწმინდაში ჩასვლამდე. აქედან ჩვენ გავემგზავრებით წმინდა გერგეთის სამების ტაძრისაკენ, ფოლკლორული სანახაობა ღია ცის ქვეშ, ულამაზესი გერგეთის ტაძრის ხედები და მუდმივად თოვლით დაფარული ყაზბეგის მწვერვალები. მოგზაურობის ბოლოს ჩვენ ადგილობრივი ოჯახში მივირთმევთ ლანჩს და დავბრუნდებით თბილისში. 

13 დღე. გადაადგილება აეროპორტის მიმართულებით
ტრანსპორტირება თბილისის აეროპორტში


წარმოგიდგენთ საქართველოს და ქართველ ხალხს

 დაბრუნება

Old version