ტურების ფილტრი
ფილტრის მოხსნა

პაკეტის მიხედვით

სახეობის მიხედვით

ხანგრძლიობის მიხედვით

ადგილის მიხედვით

სეზონის მიხედვით

დაგეგმეთ თქვენი ტური
მოგზაურების რაოდენობა  
დღეების რაოდენობა  
ჩამოსვლის თარიღი (არჩევითი)
 
გამგზავრების თარიღი (არჩევითი)
 

განთავსება

მოგზაური: 1
ოთახის კატეგორიები (მიუთითეთ სასურველი ოთახების რაოდენობა შესაბამის გრაფაში):
ერთადგილიანი ორადგილიანი სამადგილიანი

სასტუმროს კატეგორიები:

ეკონომი
საშუალო
მაღალი
სასტუმროს გარეშე

სასტუმროში შესვლა ჩამოსვლის დღეს

რეგისტრაცია 14:00 საათის შემდეგ
რეგისტრაცია 14:00 საათამდე


ძებნა

თუშეთი - დაკარგული სამყარო

აქ ჯერ კიდევ წინაპრების წეს-ჩვეულების მიხედვით ცხოვრობენ. ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ეკოლოგიურად სუფთა ადგილი კავკასიონზე! მთის პეიზაჟები, სამხედრო კოშკები ძველი ტრადიციები. მოკლედ, ჩვენ გიწვევთ სამოგზაუროდ - თუშეთში! ზღვის დონიდან 1650-4500 მეტრის სიმაღლეზე, ჩრდილო-აღმოსავლეთით, კავკასიონის ქედზე გაშლილი ადგილი. ამ ტურის განხორციელება შესაძლებელია: ფეხით, მანქანით ან ცხენებით. თუ თქვენ აირჩიეთ პირველი ვარიანტი, ამ შემთხვევაში ტურს კიდევ ორი დღე დაემატება - დაწვრილებით ინფორმაციას გაეცანით აღწერის ბოლოს.



1 დღე. ტური: უდაბნო - სიღნაღი - თელავი
2 დღე. ტური: თელავი - ომალო
3 დღე. ტური: ომალო - შენაქო - დიკლო - ომალო
4 დღე. ტური: ომალო - დართლო
5 დღე. ტური: დართლო - დანო - ჭეშო - ფარსმა - ომალო
6 დღე. ტური: ომალო - თბილისი

ხანგრძლივობა: 6 დღე / 5 ღამე;
გასავლელი გზა: 650 კილომეტრი;
ღამის გათევის ადგილები: თელავი, ომალო, დართლო.
ტურის მარშუტი:


1 დღე. ტური: უდაბნო - სიღნაღი - თელავი

უდაბნო. თქვენ მოინახულებთ უკაცრიელ ადგილს მისტიური სილამაზით, სადაც თავდაპირველი განდეგილების - დიდებული ლავრის შემქნელების, ნაკვალებზე გაივლით. ასევე ნახავთ ადგილს, სადაც 6000-მა ბერმა რწმენის გამო საკუთარი სიცოცხლე გასწირა. დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის დათვალიერებისას თქვენ ერთი ფეხით საქართველოში, მეორე ფეხით კი აზერბაიჯანში აღმოჩნდებით. უძველესი ფრესკებით და წვიმის წყლის შეგროვების არქაული სისტემით გაოცდებით. ცეცხლოვანი ხმლის ნაკვალს ნახავთ, რომლითაც მთავარანგელოზმა დრაკონი მოკლა და თავდასხმისაგან დაიცვა წმინდა დავითი.

ახლა კი ნიკო ფიროსმანის სამშობლოსკენ წავიდეთ. უდიდესი ქართველი მხატვარი-პრიმიტივისტი, რომელიც მსოფლიოს სიღნაღმა აჩუქა. ადგილობრივ მუზეუმში შესაძლებელია ფიროსმანის დედანი ტილოების ნახვა, ციხის კედლებიდან კი დაუვიწყარი ხედი იხსნება, საიდანაც ალაზნის ველი და დიდი კავკასიონის მწვერვალები მოჩანს. დაიმახსოვრეთ ეს მთები, თქვენ ზუსტად იქ აღმოჩნდებით ხვალ.

ალაზნის ხეობა - მთელ საქართველოში ყველაზე ნოყიერი ადგილი. ვენახების მხარე და ქართული ღვინის საუკეთესო სახეობების სამშობლო. იმისთვის, რომ ამ მხარის დედაქალაქში - თელავში, მოხვდეთ თქვენ მოგიწევთ ულამაზესი სოფლების გავლა. ქალაქის ცენტრში, ქართველი მეფის, ერეკლე II-ის სასახლე დგას. იქვე კი კახეთის 900 წლოვანი მუხა, რომლის „თვალწინ“ ამ მხარის რთულმა ისტორიამ ჩაიარა. თელავში გასეირნება ისე ვერ ჩაივლის, რომ ჩვენ არ გავიდეთ ადგილობრივ ბაზარზე. ეროვნული ტკბილეულობა - ჩურჩხელა და ტყლაპი, მურაბები, სახლის ღვინო, სახლის ყურძნის არაყი - ჭაჭა, სუნელები.... ეს არის ნამდვილი აღმოსავლური ბაზარი, სადაც თქვენ გაიცნობთ უძველეს ხელოვნებას - ვაჭრობას. მოიმარაგეთ საგზალი მოგზაურობის წინ და გავემგზავროთ მთებში!


2 დღე. ტური: თელავი - ომალო

მთების დალაშქვრის დრო დადგა. დღეს ჩვენ თუშეთში გავემგზავრებით. ჯადოსნური მთიანი მხარე, რომელიც სექტემბრიდან მაისის ჩათვლით დიდი თოვლიანობის გამო იზოლირდება სხვა სამყაროსგან. იმისთვის, რომ მოვხვდეთ იქ, ჩვენ უნდა გადავლახოთ ზღვის დონიდან 2926 მეტრის სიმაღლეზე მყოფი რთული უღელტეხილი - აბანო. გზა დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს გვაჩუქებს!

მთათა ქედებით გარშემორტყმული თუშეთი გამოირჩევა ხეობებით და პატარა ტბებით, ასევე სამკურნალო მინერალური წყლებით. რეგიონს ახასიათებს ფლორის მრავალფეროვნება: უძველესი რელიქტური მცენარეები, წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყეები, რომლებიც პეიზაჟს განუმეორებელ კოლორიტს ანიჭებენ. აქ შესაძლებელია შეხვდეთ არჩვს, ირემს, დათვს... კავკასიური ნაგაზები მთის მდელოებზე ცხვრებს იცავენ.

თავისებურია თუშური „დედაქალაქი“- სოფელი ომალო, სადაც ჩვენ ღამეს გავათენებთ. დაძინებამდე შეიძლება პატარა ექსკურსიაზე გავლა და ღია ცის ქვეშ ეთნოგრაფიული მუზეუმის დათვალიერება. ომალოს ზედა მხარეზე, 2071 მეტრის სიმაღლეზე, განლაგებულია ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი კოშკების ჯგუფი საქართველოში. ამ კომპლექსის დასახელებაა - კესელო. საომარი კოშკები მწვერვალებზე დგანან, საიდანაც მთელი თუშეთის ხედი იხსნება. ზუსტად აქ უერთდებიან ერთმანეთს ხეობები.


3 დღე. ტური: ომალო - შენაქო - დიკლო - ომალო

თქვენ უკვე მიიღეთ ზოგადი წარმოდგენა თუშეთის შესახებ. ახლა კი დადგა დრო გავიცნოთ ისეთი ადგილები, სადაც უძველესი დროიდან მოყოლებული პატრიარქალური ხალხი ცხოვრობს და ადგილობრივი ბუნების სილამაზით ტკბება. სხვათა შორის საქართველოს სხვა კუთხეებისგან განსხვავებით, თუშეთში ჯერ კიდევ ინარჩუნებენ და პატივს სცემენ ძველ ტრადიციებს. თუ თქვენ შორის არიან ქალები, აქედანვე უნდა დაიმახსოვროთ ერთი წესი: თუშურ სოფლებში ზოგჯერ წააწყდებით სალოცავებს, რომლებიც ბრტყელი ქვებისგან აგებულ საკურთხეველს წააგავს - ქალებს აკრძალული აქვთ ამ საკურთხევლებში შესვლა, შეხება და მიახლოვებაც კი.

დღეს ჩვენ სოფელ შენაქოში და დიკლოში წავალთ. პირველ სოფლამდე სულ რაღაც 4 კილომეტრია, მაგრამ ღრმა ხევი გზას გვირთულებს. შენაკო თითქმის ომალოს სიმაღლეზეა. აქ დგას ერთადერთი 1843 წელს აშენებული მოქმედი ტაძარი - სამება. ამ ტაძრის უკან კი კერპთაყვანისმცემლობის დროის გადმონაშთი - სალოცავია, რომელიც მოგვიანებით ქრიასტიანული გახდა.

სოფელი დიკლო დაღესტანის საზღვარზეა - ადგილი ღირშესანიშნავია შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრების ნანგრევებით, რომლებიც მტრისგან იცავდნენ თუშეთს. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ერთხელ ამ სიმაგრეში 16 მეომარი თავს 18 დღის განმავლობაში მრავალათასიანი დამპყრობელი არმიისგან იცავდა. ეს არის თუშეთის ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი. ომალოში ღამის გასათევად დაბრუნებამდე, მხარის სილამაზე თქვენ ფოტოაპარატს დასვენების საშუალებას არ მისცემს.


4 დღე. ტური: ომალო - დართლო

იცოდით, რომ თუშეთი ეროვნული ნაკრძალია? ეს სტატუსი 2003 წელს მიანიჭეს. დაცული ტერიტორიის მთლიანი ფართი 122 050 ჰექტარს შეადგენს. აქედან 10 694 ჰ. ბუნებრივი ნაკრძალია, 83 453 ჰ. ეროვნული პარკი და 27 903 ჰ. ლანდშაფტური. დღეს ჩვენ ამ მთების სილამაზეს დავათვალიერებთ, თუშეთის ერთ-ერთი მთავარი მდინარის პირიქითა ალაზნის ხეობის გასწვრივ.

ჩვენი მიზანია სოფელი დართლოს დათვალიერება, რომელიც რამდენიმე ძველებური კოშკითა და XIX საუკუნის ტაძრების ნანგრევებით გამოირჩევა. თითქმის ყველა ადგილობრივი მცხოვრები დაბლობში ატარებს ზამთარს და მხოლოდ გაზაფხულზე უბრუნდება მთას. სხვათაშორის, დართლოდან შეიძლება ავიდეთ მთაში სოფელ კვავლოსთან, სადაც ასევე არის რამოდენიმე კოშკი. მთის დალაშქვრისთვის ჯილდო იქნება „პირიქითა თუშეთის“ უმშვენიერესი პეიზაჟი, სადაც თქვენ მთელ ღამეს გაატარებთ.


5 დღე. ტური: დართლო - დანო - ჭეშო - ფარსმა - ომალო

თუშეთში არსებობს ერთი ადათი, რომელსაც დღემდე იცავენ. აქ არ შეიძლება ღორის ხორცის ჩატანა და ჭამა, ასევე აკრძალულია ღორის ხორცის მომზადება. ამ აკრძალვის ისტორია საუკუნეებში იკარგება და მას აკავშირებენ მეცხვარეობის კულტურასთან, რომელიც ასევე ისტორიულად ადგილობრივი მაცხოვრებლების ძირითადი საქმე იყო.

დავუბრუნდეთ მარშრუტს. დღეს თქვენ სამ თუშურ სოფელს მოინახულებთ და პირიქითა ალაზნის ზემო ნაწილამდე მიხვალთ. პირველი გაჩერება - ალპური სოფელია დანო, დღეისთვის თითქმის დაცარიელებული. აქაც არის კოშკები, ციხე-სიმაგრეები და პატარა ტაძარი, რომელშიც წმინდა გიორგის ხატი ინახება. შემდეგი კოშკებიანი სოფელია ჭეშო. აქ შეიძლება ტრანსპორტის დატოვება და ფინიშამდე დარჩენილი შემდეგი სამი კილომეტრის ფეხით გავლა. სოფელ ფარსმაში აღმოჩნდებით. ეს არის სოფელი ზღვის დონიდან 2100 მეტრის სიმაღლეზე, ლამაზი სახლების და კოშკების კომპლექსით. ომალოში დაბრუნებამდე აქ პიკნიკის მოწყობაც შესაძლებელია.


6 დღე. ტური: ომალო - თბილისი

დადგა დრო დავემშვიდობოთ ლამაზი ბუნების არომატებს, რომელიც თუშეთის თავზე ტრიალებს. დაბრუნებამდე თვალი შევავლოთ კესელოს კოშკებს და აბანოს უღელტეხილის გავლით დავბრუნდებით კახეთში, თქვენს წინაშეა ლამაზი ალაზნის ველი. თბილისში ჩვენ ამ ჯერად სხვა გზით დავბრუნდებით - გომბორის უღელტეხილით, რომელიც კახეთს საქართველოს ცენტრალური ნაწილისგან აცალკევებს.

*** თუ თქვენ გადაწყვიტეტთ ამ ტურის გავლა ფეხით ან ცხენებით, ჩვენი რეკომენდაცია იქნება მოგზაურობას კიდევ ორი დღე დაუმატოთ. რათა სოფელ ჯვარბოსელამდე და ნაკაიჭოს უღელტეხილამდე მივიდეთ, რომელიც 2980 მეტრია ზღვის დონიდან. გარწმუნებთ, ამ ადგილების სილამაზე ნებისმიერ ფიზიკურ თუ დროის დანახარჯს აგინაზღაურებთ.


ჯიპ ტური: სიღნაღი, თელავი, უდაბნო, დავით გარეჯი, ომალო, შენაქო, დიკლო, დართლო, დანო, ჭეშო, ფარსმა.

 დაბრუნება

Old version