ტურების ფილტრი
ფილტრის მოხსნა

პაკეტის მიხედვით

სახეობის მიხედვით

ხანგრძლიობის მიხედვით

ადგილის მიხედვით

სეზონის მიხედვით

დაგეგმეთ თქვენი ტური
მოგზაურების რაოდენობა  
დღეების რაოდენობა  
ჩამოსვლის თარიღი (არჩევითი)
 
გამგზავრების თარიღი (არჩევითი)
 

განთავსება

მოგზაური: 1
ოთახის კატეგორიები (მიუთითეთ სასურველი ოთახების რაოდენობა შესაბამის გრაფაში):
ერთადგილიანი ორადგილიანი სამადგილიანი

სასტუმროს კატეგორიები:

ეკონომი
საშუალო
მაღალი
სასტუმროს გარეშე

სასტუმროში შესვლა ჩამოსვლის დღეს

რეგისტრაცია 14:00 საათის შემდეგ
რეგისტრაცია 14:00 საათამდე


ძებნა

ტური საქართველოში და აზერბაიჯანში [ჯგუფური]

თარიღები: ყოველ კვირას მთელი წლის განმავლობაში (1 და 2 იანვრის გარდა);

ხელმისაწვდომობა: ყოველი ტური გარანტირებულია;
როგორ შევუერთდეთ ჯგუფს: თქვენი ჩამოსვლის/გამგზავრების ადგილი შეიძლება იყოს ქუთაისის ან თბილისის აეროპორტში; 
ტურის ხანგრძლივობა: 12 დღე / 10 ღამე;

12 დღიანი ტურის ფასი სამადგილიან ნომერში განთავსებით: $1220 ერთ პერსონაზე; 
12 დღიანი ტურის ფასი ორადგილიან ნომერში განთავსებით: $1285 ერთ პერსონაზე; 
12 დღიანი ტურის ფასი ერთადგილიან ნომერში განთავსებით: $2165 ერთ პერსონაზე; 

დღე 1: კვირა - ჩამოსვლა
შეხვედრა აეროპორტში და ტრანსფერი თბილისის სასტუმროში;

დღე 2: ორშაბათი - ძველი თბილისის საფეხმავლო ტური
10:00 - ექსკურსია იწყება მეტროს სადგურ ავლაბართან. მოვინახულებთ სამების საკათედრო ტაძარს და მეტეხის ეკლესიისა და ხიდის გავლით ვაგრძელებთ ტურს გოგირდოვანი წყლებით სახელგანთქმულ აბანოთუბანში. ექსკურსია გრძელდება ნარიყალას ციხეზე, სადაც მოვხვდებით საბაგირო გზით, გასეირნება შარდენის ქუჩაზე, სადაც უამრავი სუვენირების და საჩუქრების მაღაზიაა. ჩვენ მოვინახულებთ ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვან სანახაობებს: სიონის საკათედრო ტაძარს და ანჩისხატის ბაზილიკას; შემდგომ, თავისუფლების მოედნის გავლით გავისეირნებთ ქალაქის ყველაზე მთავარ რუსთაველის ქუჩაზე, სადაც მოგვეცემა საშუალება თვალი შევავლოთ პარლამენტის შენობას და ტურს ვასრულებთ ქაშუეთის ეკლესიის მონახულებით..

დღე 3: სამშაბათი - კახეთი, ღვინის სამშობლო 
09:00 ვიწყებთ მარშუტს განახლებულ ქალაქ სიღნაღისა და ბოდბის მონასტრის მონახულებით. მივემგზავრებით თელავისკენ, გზად შევივლით წინანდალში - ღვინის დეგუსტაცია და ექსკურსია ჭავჭავაძის მუზეუმსა და ღვინის მარანში. თელავის ბაზარზე მცირე გასეირნების შემდეგ ვაგრძელებთ გზას: მოვინახულებთ ცნობილ ალავერდის საკათედრო ტაძარს, იყალთოს აკადემიასა და შუამთის მონასტრის კომპლექსს. ვბრუნდებით თბილისში გომბორის უღელტეხილზე გამავალი გზით.

დღე 4: ოთხშაბათი - კავკასიონის ქედი 
09:00 - ვსტუმრობთ ანანურის ციხე-სიმაგრეს, ალპურ სათხილამურო კურორტ გუდაურსა და ჩავდივართ სტეფანწმინდაში, ჯიპ-ტური ავდივარათ გერგეთზე, სადაც მთიდან იშლება მშვენიერი ხედი მყინვარწვერზე. დაბრუნება თბილისში.

დღე 5: ხუთშაბათი - მცხეთა და გორი 
09:00 - ქალაქი მცხეთა: ისტორიული და არქიტექტორული კომპლექსი ჯვარი, სვეტიცხოვლის ტაძარი, სამთავროს მონასტერი. ვაგრძელებთ სტუმრობას უფლისციხეში და სტალინის სახლ-მუზეუმში. ვბრუნდებით თბილისში.

დღე 6: პარასკევი - ქუთაისის ტური 
09:00 - გამგზავრება თბილისის სასტუროდან საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქ ქუთაისში. ექსკურსია ძველ ქალაქში, ვსტუმრობთ ბაგრატის ტაძარს, გელათის ისტორიულ-არქიტექტურულ კომპლექსს და მოწამეთას მონასტერს. დაბინავება ქუთისის სასტუმროში.

დღე 7: შაბათი - ოკაცის კანიონი
09:00 - გამგზავრება სოფელ გორდიში ოკაცის კანიონების ბუნებრივი ძეგლის მოსანახულებლად. რომელიც წარმოადგენს ღრმა და ვიწრო ხევს მდინარე ოკაცეს ხეობაში. კანიონის გასწვრივ შეიძლება ვიპოვოთ რამოდენიმე ჩანჩქერი. გამგზავრება და დაბინავება თბილისში.

დღე 8: კვირა - ლაგოდეხი - აზერბაიჯანის საზღვარი - შეკი
ტრანსფერი აზერბაიჯანის საზღვარზე. გამგზავრება შეკში. ღამისთევა შეკის სასტუმროში.

დღე 9: ორშაბათი - შეკი – შამახა – ბაქო
შეკის ღირშესანიშნაობების ტური. ადგილობრივი შუასაუკუნეების ციხესიმაგრის, შეკის ხანების სასახლის, ადგილობრივი ისტორიის მუზეუმის და ხელნაკეთი ნივთების სახელოსნოს მონახულება.  ტრანსფერი ბაქოში მუგანლის გავლით. ფოტო-სტოპები მთების ულამაზეს ადგილებში. გზად მოვინახულებთ დირი ბაბას მავზოლეუმს სოფელ მარაზაში, ჯუმას ისტორიულ მეჩეთს და შვიდგუმბათოვან მავზოლეუმს - იედი გუმბეზს ქალაქ შამახაში. ჩასვლა და განთავსება ბაქოში. 

დღე10სამშაბათი - ბაქო და აბშერონის ნახევარკუნძული
ბაქოს ღიშესანიშნაობების ტური. მოვინახულებთ – “შეიდლერ ხიაბანის” მემორიალურ ხეივანს, პარკს, საიდანაც იშლება ქალაქ ბაქოს პანორამული ხედები, ძველი ბაქოს შუასაუკუნეების დროინდელ ციხე-სიმაგრეს იჩერი შეჰერს (15-17 სს.), ქალწულის კოშკს (9 ს.), შირვან შაჰების სასახლის კომპლექსს (15 ს.), ქაავანსარაის (15 ს), შუასაუკუნეების ბაზრის მოედანს, ხელნაკეთი ხალიჩების სახელოსნოს და სტუდიას. ლანჩის შესვენების შემდეგ ვაგრძელებთ ტურს ყანარდაგის მონახულებით და ვეწვევით ცეცხლთაყვანისმცემლების ციხეს - ატეშგას. 

დღე 11ოთხშაბათი – გობუსტანი, ტალახის ვულკანები
სასუმროდან გამოწერა. გობუსტანის ტალახის ვულკანების მონახულება. ლანჩის შემდეგ თავისუფალი დრო შოპინგისთვის რკინიგზის სადგურში ტრანსფერამდე. საქართველოსკენ მიმავალი მატარებლის გასვლა: 20:30 სთ.

Day 12ხუთშაბათი – გამგზავრება
ქართველ წარმომადგენელთან შეხვედრა რკინიგზის სადგურში დილის 7 საათზე და ტრანსფერი აეროოპორტში/სასტუმროში. 


12 დღიანი ტურის ფასი სამადგილიან ნომერში განთავსებით: $1220 ერთ პერსონაზე; 
12 დღიანი ტურის ფასი ორადგილიან ნომერში განთავსებით: $1285 ერთ პერსონაზე; 
12 დღიანი ტურის ფასი ერთადგილიან ნომერში განთავსებით: $2165 ერთ პერსონაზე; 

 

ტურის ფასი მოიცავს:

- აეროპორტში დახვედრას და გაცილებას;*
- ყველა ექსკურსიას;
- 10 ღამე ტურისტული სტანდარტების სასტუმროებში;
- საუზმეს სასტუმროებში;
- მუზეუმების ბილეთებს;
- საბაგირო გზის ბილეთს;
- ჯიპ ტური ყაზბეგში;
- გიდის მომსახურებას (ინგლისური ან რუსულენოვანი).

*ჩამოსვლა/გამგზავრება ქუთაისის აეროპორტში - სტუმრები, რომლებიც ჩამოდიან ქუთაისის აეროპორტში, იხდიან თბილისში გამგზავრების დამატებით საფასურს: 20 ლარს.

ტურის ფასი არ მოიცავს:
აზერბაიჯანის ვიზის მხარდაჭერას.
o 25 დოლარი ერთი ადამიანისთვის. ჩვენ დაგვჭირდება პასპორტის ასლი JPG ფორმატში მაქსიმუმ 1 მბ მოცულობით, 2 ფოტოსურათი 3*4+ ფრენის ბილეთი და შევსებული ვიზის განაცხადის ფორმა, რომელსაც ჩვენ გამოგიგზავნით. 15 სამუშაო დღის განმავლობაში, თქვენი ელექტრონული ვიზა მზად იქნება. ჩამოსვლისას ბეჭდით დამოწმდება პასპორტში. 
საქართველოს მატარებლის ბილეთი – ერთი ადამიანის ფასი სტანდარტულ ოთხადგილიან კუპეში 45 USD ;

დამატებითი პირობები: 
დამატებითი ღამე სასტუმროში: $60 ოთახი საუზმის და გადასახადების ჩათვლით;
ჯომარდობა მდინარე არაგვზე (90 წუთი): $45 ერთი ადამიანი, ტრანსფერების ჩათვლით.
გაერთიანებული ჯგუფური ტური საქართველოში, სომხეთში და აზერბაიჯანში


ტური საქართველოში და აზერბაიჯანში

12 დღის ფასი: $1220-დან
თბილისი, მცხეთა, სიღნაღი, თელავი, უფლისციხე, გორი, ქუთაისი, სათაფლია, ყაზბეგი, ლაგოდეხი, შეკი, ბაქო, გობუსტანი

 დაბრუნება

Old version