ტურების ფილტრი
ფილტრის მოხსნა

პაკეტის მიხედვით

სახეობის მიხედვით

ხანგრძლიობის მიხედვით

ადგილის მიხედვით

სეზონის მიხედვით

დაგეგმეთ თქვენი ტური
მოგზაურების რაოდენობა  
დღეების რაოდენობა  
ჩამოსვლის თარიღი (არჩევითი)
 
გამგზავრების თარიღი (არჩევითი)
 

განთავსება

მოგზაური: 1
ოთახის კატეგორიები (მიუთითეთ სასურველი ოთახების რაოდენობა შესაბამის გრაფაში):
ერთადგილიანი ორადგილიანი სამადგილიანი

სასტუმროს კატეგორიები:

ეკონომი
საშუალო
მაღალი
სასტუმროს გარეშე

სასტუმროში შესვლა ჩამოსვლის დღეს

რეგისტრაცია 14:00 საათის შემდეგ
რეგისტრაცია 14:00 საათამდე


ძებნა

ტური საქართველოში: მთებიდან ზღვამდე [ჯგუფური]

ტურის ხანგრძლივობა: 11 დღე / 10 ღამე; 
თარიღები: ყოველ კვირას მთელი წლის განმავლობაში (1 და 2 იანვრის გარდა); 
როგორ შევუერთდეთ ჯგუფს: თქვენი ჩამოსვლის/გამგზავრების ადგილი შეიძლება იყოს ქუთაისის ან თბილისის აეროპორტი*; საუკეთესო დღე ჩამოსვლისთვის არის კვირა და გამგზავრებისთვის ოთხშაბათი. 
მარშრუტი:

კვირა: ჩამოსვლა
შეხვედრა აეროპორტში და ტრანსფერი თბილისის სასტუმროში;

ორშაბათი: ძველი თბილისის საფეხმავლო ტური
10:00 - ექსკურსია იწყება მეტროს სადგურ ავლაბართან. მოვინახულებთ სამების საკათედრო ტაძარს და მეტეხის ეკლესიისა და ხიდის გავლით ვაგრძელებთ ტურს გოგირდოვანი წყლებით სახელგანთქმულ აბანოთუბანში. ექსკურსია გრძელდება ნარიყალას ციხეზე, სადაც მოვხვდებით საბაგირო გზით, გასეირნება შარდენის ქუჩაზე, სადაც უამრავი სუვენირების და საჩუქრების მაღაზიაა. ჩვენ მოვინახულებთ ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვან სანახაობებს: სიონის საკათედრო ტაძარს და ანჩისხატის ბაზილიკას; შემდგომ, თავისუფლების მოედნის გავლით გავისეირნებთ ქალაქის ყველაზე მთავარ რუსთაველის ქუჩაზე, სადაც მოგვეცემა საშუალება თვალი შევავლოთ პარლამენტის შენობას და ტურს ვასრულებთ ქაშუეთის ეკლესიის მონახულებით.

სამშაბათი: კახეთი, ღვინის სამშობლო
09:00 - ექსკურსიას ვიწყებთ განახლებულ ქალაქ სიღნაღისა და ბოდბის მონასტრის მონახულებით. მივემგზავრებით თელავისკენ, გზად შევივლით წინანდალში - ა. ჭავჭავაძის მუზეუმსა და ღვინის მარანში. თელავის ბაზარში მცირე გასეირნების შემდეგ ვაგრძელებთ გზას: დავათვალიერებთ ცნობილ ალავერდის საკათედრო ტაძარს, იყალთოს აკადემიასა და შუამთის მონასტრის კომპლექსს. ვბრუნდებით თბილისში გომბორის უღელტეხილზე გამავალი გზით.

ოთხშაბათი: კავკასიონის ქედი
09:00 - ვსტუმრობთ ანანურის ციხე-სიმაგრეს, ალპურ სათხილამურო კურორტ გუდაურსა და ჩავდივართ სტეფანწმინდაში, ჯიპით ავდივარათ გერგეთზე, სადაც მთიდან იშლება მშვენიერი ხედი მყინვარწვერისა და სოფლის. დაბრუნება თბილისში.

ხუთშაბათი: მცხეთა და გორი
09:00 - ქალაქი მცხეთა: ისტორიული და არქიტექტორული კომპლექსი ჯვარი, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი, სამთავროს მონასტერი. ვაგრძელებთ სტუმრობას უფლისციხეში და სტალინის სახლ-მუზეუმში. ვბრუნდებით თბილისში.

პარასკევი: ქუთაისის ტური
09:00 - გამგზავრება თბილისის სასტუროდან საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქ ქუთაისში. ექსკურსია ძველ ქალაქში, ვსტუმრობთ ბაგრატის ტაძარს, გელათის ისტორიულ-არქიტექტურულ კომპლექსს და მოწამეთას მონასტერს. დაბინავება და ვახშამი ქუთისის სასტუმროში.

შაბათი: ქუთაისი - ოკაცის კანიონი - მესტია
09:00 - გამგზავრება სოფელ გორდიში ოკაცის კანიონების ბუნებრივი ძეგლის მოსანახულებლად, რომელიც წარმოადგენს ღრმა და ვიწრო ხევს მდინარე ოკაცეს ხეობაში. კანიონის გასწვრივ არის რამდენიმე ჩანჩქერი. ვაგრძელებთ გზას სვანეთში ენგურის წყალსაცავის გავლით. განთავსება და ვახშამი მესტიის საოჯახო სასტუმროში.

კვირა: მესტია - უშგული - მესტია
09:00 - გამგზავრება სოფელ უშგულში, რომელიც ზღვის დონიდან 2 200 მეტრზე მდებარეობს და სახელგანთქმულია მისი სათვალთვალო კოშკებითა და მწვერვალი შხარას ულამაზესი ხედებით. ვესტუმრებით ეთნოგრაფიულ მუზეუმსა და მე-12 საუკუნის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას. დაბრუნება და ვახშამი მესტიაში.

ორშაბათი: მესტია - ბათუმი
09:00 - საბაგიროთი მოვინახულებთ ჰაწვალის მთას და შემდეგ განვაგრძობთ გზას ბათუმისკენ. ჩასვლა და განთავსება სასტუმროში. საღამოს გავისეირნებთ ბულვარში და მოვინახულებთ უნიკალურ მოძრავ ქანდაკებას სახელწოდებით „ალი და ნინო“, ქართული ანბანის კოშკს, ჭაჭის შადრევანს, პიაცასა და ევროპის მოედანს.

სამშაბათი: დაბრუნება ქუთაისში ან თბილისში
თავისუფალი დრო ზღვაზე დასვენებისთვის, 12 საათზე სასტუმროდან გამოსვლა და გონიოს ციხის მონახულება. ბათუმის ბოტანიკური ბაღის დათვალიერების შემდეგ გამგზავრება ქუთაისში ან თბილისში; სასტუმროში განთავსება;

ოთხშაბათი: გამგზავრება
სასტუმროდან გამოსვლა და ტრანსფერი აეროპორტში.

11 დღიანი ტურის ფასი სამადგილიან ნომერში განთავსებით: $875 ერთ პერსონაზე;
11 დღიანი ტურის ფასი ორადგილიან ნომერში განთავსებით: $955 ერთ პერსონაზე;
11 დღიანი ტურის ფასი ერთადგილიან ნომერში განთავსებით: $1650 ერთ პერსონაზე;


ტურის ფასი მოიცავს:
- აეროპორტში დახვედრას და გაცილებას;*
- ყველა ექსკურსიას კომფორტული ტრანსპორტით;
- 4x4 ტრანსპორტით მომსახურებას უშგულში და გერგეთზე;
- 10 ღამე ტურისტული სტანდარტების სასტუმროებში ან საოჯახო სასტუმროებში ინდივიდუალური აღჭურვილობით;
- საუზმეს სასტუმროებში;
- 1 ვახშამი ქუთაისში და ორი ვახშამი მესტიაში;
- მუზეუმების ბილეთებს;
- საბაგირო გზის ბილეთს;
- ღვინის დაგემოვნებას კახეთში;
- გიდის მომსახურებას (ინგლისური ან რუსულენოვანი).

*ჩამოსვლა ქუთაისის აეროპორტში - თბილისში გამგზავრების დამატებითი საფასურია: 20 ლარი.

დამატებითი პირობები:
დამატებითი ღამე სასტუმროში: $50 ოთახი საუზმის და გადასახადების ჩათვლით;
ჯომარდობა მდინარე არაგვზე (90 წუთი): $40 ერთი ადამიანი, ტრანსფერების ჩათვლით.

ჯგუფის მაქსიმალური რაოდენობა არის 14 ადამიანი. ყველა ჩამოთვლილი ტური არის გარანტირებული. იმისთვის, რომ შეუერთდეთ ჯგუფს დაგვიკავშირდით პარასკევამდე მომავალი კვირის ტურისთვის.


მთებიდან ზღვამდე ტური

11 დღიანი ტურის ფასი: $875-დან
თარიღები: ყოველ კვირას 2016 წლის 7 თებერვლიდან 30 ნოემბრამდე;

 დაბრუნება

Old version