ტურების ფილტრი
ფილტრის მოხსნა

პაკეტის მიხედვით

სახეობის მიხედვით

ხანგრძლიობის მიხედვით

ადგილის მიხედვით

სეზონის მიხედვით

დაგეგმეთ თქვენი ტური
მოგზაურების რაოდენობა  
დღეების რაოდენობა  
ჩამოსვლის თარიღი (არჩევითი)
 
გამგზავრების თარიღი (არჩევითი)
 

განთავსება

მოგზაური: 1
ოთახის კატეგორიები (მიუთითეთ სასურველი ოთახების რაოდენობა შესაბამის გრაფაში):
ერთადგილიანი ორადგილიანი სამადგილიანი

სასტუმროს კატეგორიები:

ეკონომი
საშუალო
მაღალი
სასტუმროს გარეშე

სასტუმროში შესვლა ჩამოსვლის დღეს

რეგისტრაცია 14:00 საათის შემდეგ
რეგისტრაცია 14:00 საათამდე


ძებნა

ტური საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში [ჯგუფური]

თარიღები: ყოველ კვირას მთელი წლის განმავლობაში (1 და 2 იანვრის გარდა);
როგორ შევუერთდეთ ჯგუფს: თქვენი ჩამოსვლის ადგილი შეიძლება იყოს თბილისის ან ერევნის აეროპორტი და ჩამოსვლის დღე პარასკევი ან შაბათი. გამგზავრების აეროპორტი შეიძლება იყოს ბაქო, თბილისი ან ერევანი*.
ხანგრძლივობა: 14 დღე / 12 ღამე სასტუმროში და ერთი ღამე ღამის მატარებელში;

14-დღიანი ტურის ფასი სამადგილიან ნომერში განთავსებით: $1385 ერთ პერსონაზე;
14-დღიანი ტურის ფასი ორადგილიან ნომერში: $1595 ერთ პერსონაზე;
14-დღიანი ტურის ფასი ერთადგილიან ნომერში: $2795 ერთ პერსონაზე;


ტურის მარშრუტი:

პარასკევი - ჩამოსვლა
დახვედრა თბილისის ან ერევნის აეროპორტში და ერევნის სასტუმროში ტრანსფერი.

შაბათი - ერევნის ტური
12:00 - მოვინახულებთ დედა-სომხეთის მონუმენტს საიდანაც იშლება შესანიშნავი ხედები არარატის მთაზე და შეგიძლიათ დატკბეთ ცენტრალური ერევნის პანორამით. ვაგრძელებთ ექსკურსიას მატენადარანის უძველესი მონუსკრიპტების ინსტიტუტში. ვათვალიერებთ კასკადის კომპლექსს, ოპერის სახლს, ჩრდილოეთ პროსპექტი და რესპუბლიკის მოედანი. მოვინახულოთ სასომხეთის გენოციდის მემორიალი. ღამისთევა ერევანში

კვირა - ეჩმიაძინი და ზვარტნოცი
09:00 - გამგზავრება ეჩმიაძინში, სომხეთის სამოციქულო ეკლესიის სულიერ და ადმინისტრაციულ ცენტრში. მოვინახულებთ წმინდა ჰრიპსიმესა და გაიანეს სახელობის ტაძრებს. ვაგრძელებთ ექსკურსიას ეჩმიაძინის ძირითად საკათედრო ტაძარში სადაც დავესწრებით წმინდა ლიტურგიას (კვირაობით). გზას ვაგრძელებთ ერევნისკენ მე-7 საუკუნის ზვარტნოცის სასახლის გავლით. ვათვალიერებთ „ვერნისაჟს“ და ხილის ბაზრობა „შოუკა“-ს, სადაც შეგვიძლია შევიძინოთ სუვენირები და საჩუქრები. ღამისთევა ერევანში;

ორშაბათი - ხორ ვირაპი და ნორავანქი
09:00 - გამგზავრება ხორ ვირაპის მონასტერში, სადაც არარატის მთა გვევლინება სულისშემკვრელი სიდიდითა და ბრწყინვალებით. ვაგრძელებთ გზას შუა საუკუნეების სომხური არქიტექტურის შედევრის ნორავანქის (მე-14 ს) მოსანახულებლად. არენ-ში შევჩერდებით ადგილობრივ ღვინის ქარხანაში დეგუსტაციისათვის. ვბრუნდებით ერევანში. ღამისთევა ერევანში.

სამშაბათი - გარნი, გეგარდი და სევანი
08:00 - გამგზავრება სასომხეთის უძველესი გადარჩენილი შენობის, 1-ლი საუკუნის გარნის სასახლის დასათვალიერებლად. მოვინახულებთ მე-13 საუკუნის გამოქვაბულ-მონასტერს გეგარდს. მივემართებით სევანის ტბისკენ. გზად მოვინახულებთ სევანავანკის მონასტერს. ვაგრძელებთ გზას დილიჟანისკენ, რომელიც ცნობილია თავისი მომნუსხველი ბუნებითა და არაორდინალური არქიტექტურით. ვეწვევით ძველი დილიჟანის ისტორიულ შენობას. მივემგზავრებით ალავერდში. მოვინახულებთ ჰაგპატის მონასტერს და ვაგრძელებთ ექსკურსიას თბილისში. განთავსება თბილისის სასტუმროში;

ოთხშაბათი - კავკასიონის ქედი
09:00 - ვსტუმრობთ ანანურის ციხე-სიმაგრეს, ალპურ სათხილამურო კურორტ გუდაურსა და ჩავდივართ სტეფანწმინდაში, ჯიპით ავდივარათ გერგეთზე, სადაც მთიდან იშლება მშვენიერი ხედი მყინვარწვერზე. დაბრუნება თბილისში;

ხუთშაბათი - მცხეთა და გორი
09:00 - ქალაქი მცხეთა: ისტორიული და არქიტექტორული კომპლექსი ჯვარი, სვეტიცხოვლის ტაძარი, სამთავროს მონასტერი. ვაგრძელებთ სტუმრობას უფლისციხეში და სტალინის სახლ-მუზეუმში. ვბრუნდებით თბილისში;

პარასკევი - ქუთაისის ტური
09:00 - გამგზავრება თბილისის სასტუროდან საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქ ქუთაისში. ექსკურსია ძველ ქალაქში, ვსტუმრობთ ბაგრატის ტაძარს, გელათის ისტორიულ-არქიტექტურულ კომპლექსს და მოწამეთას მონასტერს. დაბინავება ქუთისის სასტუმროში;

შაბათი - ოკაცის კანიონი
09:00 - გამგზავრება სოფელ გორდიში ოკაცის კანიონების ბუნებრივი ძეგლის მოსანახულებლად. რომელიც წარმოადგენს ღრმა და ვიწრო ხევს მდინარე ოკაცეს ხეობაში. კანიონის გასწვრივ შეიძლება ვიპოვოთ რამოდენიმე ჩანჩქერი. გამგზავრება და დაბინავება თბილისში;

კვირა - სიღნაღი - ლაგოდეხი - აზერბაიჯანის საზღვარი - შეკი, აზერბაიჯანი
თბილისის სასტუმროდან გამგზავრება ქალაქ სიღნაღისა და ბოდბის დედათა მონასტრისკენ, გზას ვაგრძელებთ ლაგოდეხისკენ. აზერბაიჯანის საზღვრის გადაკვეთა. ტრანსფერი შეკიში და ღამისთევა სასტუმროში;

ორშაბათი - შეკი - შამახა - ბაქო
შეკის დათვალიერება. ვესტუმრებით ადგილობრივ შუასაუკუნეების ციხე-სიმაგრეს, შეკი-ხანის სასახლეს, ადგილობრივ ისტორიის მუზეუმს, ადგილობრივ სახელოსნოს, შეგვიძლია ვიხილოთ ქალაქის პანორამული ხედი. ტრანსფერი ბაქოში მუღანლის გავლით. გაჩერება სურათების გადასაღებად მთებში ყველაზე ლამაზ ადგილებში. გზაზე ვესტუმრებით „დირი ბაბას“ მავზოლეუმს სოფელ მარაზაში, ისტორიულ მეჩეთს „ჯუმა“ და შვიდი გუმბათის მავზოლეუმს „იედი გუმბეზი“ ქალაქში შემახა;

სამშაბათი - ბაქო და აბშერონის ნახევარკუნძული
ბაქოს ტური. ვესტუმრებით „შეჰიდლერ ხიაბანის“ მემორიალს, პარკიდან იშლება ბაქოს პანორამული ხედი. მოვინახულებთ ბაქოს შუა საუკუნეების (15-17 სს.) ციხე-სიმაგრეს „იჩერი შეხერს“, „მაიდანის კოშკს“- მე-9 ს., შირვან შახის სასახლეს - მე-15 ს., შუასაუკუნეების ბაზრის მოედანს, ხელნაკეთი ხალიჩების სახელოსნოს. გავაგრძელებთ ტურს „იანარდაღის“ სტუმრობით, მოვინახულებთ ცეცხლთაყვანისმცემლების ტაძარს „ატეშგაჰი“;

ოთხშაბათი - გობუსტანი - ტალახის ვულკანები
გამოსვლა სასტუმროდან. გობუსტანის ტალახის ვულკანების დათვალიერება. ექსკურსიის შემდეგ ტრანსფერი ბაქოს აეროპორტში. თბილისის აეროპორტიდან გამგზავრების შემთხვევაში, ტრანსფერი რკინიგზის სადგურამდე და ღამის მატარებლით გამგზავრება საქართველოში. მატარებელი გადის 20:30-ზე;

ხუთშაბათი - გამგზავრება
შეხვედრა ქართული მხარის წარმომადგენელთან თბილისის რკინიგზის სადგურზე 09:45-ზე (ცვლადი) და პირდაპირ თბილისის აეროპორტში ტრანსფერი.

 

ტურის ფასი მოიცავს:

- აეროპორტში დახვედრას და გაცილებას*;
- ყველა ექსკურსიას;
- 12 ღამე ტურისტული სტანდარტების სასტუმროებში საუზმით;
- მუზეუმების ბილეთებს;
- საბაგიროს ბილეთებს;
- ჯიპ-ტური ყაზბეგში;
- ღვინის დეგუსტაციას კახეთსა და არენში;
- გიდის მომსახურებას (ინგლისურენოვანი ან რუსულენოვანი)

ტურის ფასი არ მოიცავს:
აზერბაიჯანის სავიზო მხარდაჭერას: $25 ერთ პერსონაზე. საჭიროა პასპორტის ასლი JPG ფორმატში არაუმეტეს 1 MB, 2 ფოტოსურათი 3x4, ფრენის ჯავშანი და ვიზის მოთხოვნის ფორმა შევსებული, რომელსაც ჩვენ გამოგიგზავნით. 15 სამუშაო დღეში თქვენ გექნებათ ელექტრონული ვიზა. ჩამოსვლის დროს საჭიროა პასპორტში ბეჭდის ჩარტყმა.
ბაქო - თბილისი ღამის მატარებლის ბილეთს:
- საერთო ვაგონში განთავსება - $25 ერთი პერსონა
- სტანდარტულ ოთხკაციან კუპეში განთავსება - $45 ერთ პერსონაზე
- ორკაციან კუპეში განთავსება - $65 ერთ პერსონაზე

*გამგზავრება ერევნის აეროპორტიდან - სტუმრები, რომლებიც მიფრინაავენ ერევის აეროპორტიდან, იხდიან დამატებით $50-ს ერთ ადამიანზე თბილისიდან ტრანსფერისთვის.


ტური საქართველოში, სომხეთში და აზერბაიჯანში

კავკასიის 3 ქვეყანა $1385-დან
ხანგრძლივობა: 14 დღე / 12 ღამე სასტუმროში და ერთი ღამე ღამის მატარებელში;

 დაბრუნება

Old version