test
ტურების ფილტრი
ფილტრის მოხსნა

პაკეტის მიხედვით

სახეობის მიხედვით

ხანგრძლიობის მიხედვით

ადგილის მიხედვით

სეზონის მიხედვით

დაგეგმეთ თქვენი ტური
მოგზაურების რაოდენობა  
დღეების რაოდენობა  
ჩამოსვლის თარიღი (არჩევითი)
 
გამგზავრების თარიღი (არჩევითი)
 

განთავსება

მოგზაური: 1
ოთახის კატეგორიები (მიუთითეთ სასურველი ოთახების რაოდენობა შესაბამის გრაფაში):
ერთადგილიანი ორადგილიანი სამადგილიანი

სასტუმროს კატეგორიები:

ეკონომი
საშუალო
მაღალი
სასტუმროს გარეშე

სასტუმროში შესვლა ჩამოსვლის დღეს

რეგისტრაცია 14:00 საათის შემდეგ
რეგისტრაცია 14:00 საათამდე


ძებნა

ტური საქართველოში [ჯგუფური]

თარიღები: ყოველ კვირას მთელი წლის განმავლობაში;  
ხელმისაწვდომობა: ყოველი ტური გარანტირებულია;
როგორ შევუერთდეთ ჯგუფს: თქვენი ჩამოსვლის/გამგზავრების ადგილი შეიძლება იყოს ქუთაისის ან თბილისის აეროპორტში; 
ტურის ხანგრძლივობა: 8 დღე / 7 ღამე; 

 

კვირა - ჩამოსვლა 

შეხვედრა აეროპორტში და ტრანსფერი თბილისის სასტუმროში; 

 

ორშაბათი - ძველი თბილისის საფეხმავლო ტური 

10:00 - ექსკურსია იწყება მეტროს სადგურ ავლაბართან. მოვინახულებთ სამების საკათედრო ტაძარს და მეტეხის ეკლესიისა და ხიდის გავლით ვაგრძელებთ ტურს გოგირდოვანი წყლებით სახელგანთქმულ აბანოთუბანში. ექსკურსია გრძელდება ნარიყალას ციხეზე, სადაც მოვხვდებით საბაგირო გზით, გასეირნება შარდენის ქუჩაზე, სადაც უამრავი სუვენირების და საჩუქრების მაღაზიაა. ჩვენ მოვინახულებთ ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვან სანახაობებს: სიონის საკათედრო ტაძარს და ანჩისხატის ბაზილიკას; შემდგომ, თავისუფლების მოედნის გავლით გავისეირნებთ ქალაქის ყველაზე მთავარ რუსთაველის ქუჩაზე, სადაც მოგვეცემა საშუალება თვალი შევავლოთ პარლამენტის შენობას და ტურს ვასრულებთ ქაშუეთის ეკლესიის მონახულებით. 

 

სამშაბათი - კახეთი, ღვინის სამშობლო

09:00 ვიწყებთ მარშუტს განახლებულ ქალაქ სიღნაღისა და ბოდბის მონასტრის მონახულებით. მივემგზავრებით თელავისკენ, გზად შევივლით წინანდალში - ღვინის დეგუსტაცია და ექსკურსია ჭავჭავაძის მუზეუმსა და ღვინის მარანში. თელავის ბაზარზე მცირე გასეირნების შემდეგ ვაგრძელებთ გზას: მოვინახულებთ ცნობილ ალავერდის საკათედრო ტაძარს, იყალთოს აკადემიასა და შუამთის მონასტრის კომპლექსს. ვბრუნდებით თბილისში გომბორის უღელტეხილზე გამავალი გზით. 

 

ოთხშაბათი - კავკასიონის ქედი

09:00 - ვსტუმრობთ ანანურის ციხე-სიმაგრეს, ალპურ სათხილამურო კურორტ გუდაურსა და ჩავდივართ სტეფანწმინდაში, ჯიპით ავდივარათ გერგეთზე, სადაც მთიდან იშლება მშვენიერი ხედი მყინვარწვერზე. დაბრუნება თბილისში. 

 

ხუთშაბათი - მცხეთა და გორი

09:00 - ქალაქი მცხეთა: ისტორიული და არქიტექტორული კომპლექსი ჯვარი, სვეტიცხოვლის ტაძარი, სამთავროს მონასტერი. ვაგრძელებთ სტუმრობას უფლისციხეში და სტალინის სახლ-მუზეუმში. ვბრუნდებით თბილისში. 

 

პარასკევი - ქუთაისის ტური

09:00 - გამგზავრება თბილისის სასტუროდან საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქ ქუთაისში. ექსკურსია ძველ ქალაქში, ვსტუმრობთ ბაგრატის ტაძარს, გელათის ისტორიულ-არქიტექტურულ კომპლექსს და მოწამეთას მონასტერს. დაბინავება ქუთისის სასტუმროში. 

 

შაბათი - ოკაცის კანიონი 

09:00 - გამგზავრება სოფელ გორდიში ოკაცის კანიონების ბუნებრივი ძეგლის მოსანახულებლად. რომელიც წარმოადგენს ღრმა და ვიწრო ხევს მდინარე ოკაცეს ხეობაში. კანიონის გასწვრივ შეიძლება ვიპოვოთ რამოდენიმე ჩანჩქერი. გამგზავრება და დაბინავება თბილისში (სტუმრები რომლებსაც უწევთ ქუთაისის აეროპორტიდან გაფრენა დარჩებიან ქუთაისის სასტუმროში კიდევ ერთი ღამით). 

 

კვირა - გამგზავრება

ტრანსფერი აეროპორტში. 

 

8 დღიანი ტურის ფასი სამადგილიან ნომერში განთავსებით: 1350 ლარი ერთ პერსონაზე; 
8 დღიანი ტურის ფასი ორადგილიან ნომერში განთავსებით: 1440 ლარი ერთ პერსონაზე; 
8 დღიანი ტურის ფასი ერთადგილიან ნომერში განთავსებით: 1990 ლარი ერთ პერსონაზე; 


ტურის ფასი მოიცავს: 

- აეროპორტში დახვედრას და გაცილებას;
- ყველა ექსკურსიას;
- 7 ღამე ტურისტული სტანდარტების სასტუმროებში;
- საუზმეს სასტუმროებში;
- ვახშამი ქუთაისში;
- მუზეუმების ბილეთებს;
- საბაგირო გზის ბილეთს;
- გიდის მომსახურებასდ (ინგლისური ან რუსულენოვანი).


ჯგუფის მაქსიმალური რაოდენობა არის 14 ადამიანი. ყველა ჩამოთვლილი ტური არის გარანტირებული. იმისთვის, რომ შეუერთდეთ ჯგუფს დაგვიკავშირდით პარასკევამდე მომავალი კვირის ტურისთვის.


ტური საქართველოში

8 დღიანი ტურის ფასი: 1350 ლარიდან. 
თბილისი, მცხეთა, სიღნაღი, თელავი, უფლისციხე, გორი, ქუთაისი, სათაფლია, ყაზბეგი. 

 დაბრუნება

Old version