ტურების ფილტრი
ფილტრის მოხსნა

პაკეტის მიხედვით

სახეობის მიხედვით

ხანგრძლიობის მიხედვით

ადგილის მიხედვით

სეზონის მიხედვით

დაგეგმეთ თქვენი ტური
მოგზაურების რაოდენობა  
დღეების რაოდენობა  
ჩამოსვლის თარიღი (არჩევითი)
 
გამგზავრების თარიღი (არჩევითი)
 

განთავსება

მოგზაური: 1
ოთახის კატეგორიები (მიუთითეთ სასურველი ოთახების რაოდენობა შესაბამის გრაფაში):
ერთადგილიანი ორადგილიანი სამადგილიანი

სასტუმროს კატეგორიები:

ეკონომი
საშუალო
მაღალი
სასტუმროს გარეშე

სასტუმროში შესვლა ჩამოსვლის დღეს

რეგისტრაცია 14:00 საათის შემდეგ
რეგისტრაცია 14:00 საათამდე


ძებნა

ქრისტიანული კავკასია: საქართველო და სომხეთი

ორი ქვეყანა და ორი ხალხი - ასეთი მსგავსი და ასეთი განსხვავებული! ორივე ქვეყანა ევროპისა და აზიის საზღვარზე ცხოვრობს და ყველა მხრიდან ისლამური სამყარო ახვევია. ამის მიუხედავად ორივე ქვეყანამ შეძლო და და შეინარჩუნა რწმენა და თვითმყოფადობა. მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და მეგობრული კონკურენცია, საერთო იუმორი და ანეკდოტები, მდიდარი კულტურა, უამრავი ძეგლი და ორიგინალური სუფრა... საქართველოსა და სომხეთის მონახულება, ორი უძველესი ხალხის ახლოს გაცნობა - ეს თქვენი ისტორიაა. ახლავე დავიწყოთ ეს! მას შემდეგ, რაც გამდიდრდებით ახალი ცოდნით, თქვენ მთავარ შეკითხვაზე მოგიხდებათ პასუხის გაცემა: ვინ ჯობია - ქართველი თუ სომეხი? ფრთხილად იყავით... და გახსოვდეთ, რომ ეს მხოლოდ ხუმრობაა!


1 დღე. საქართველოში ჩამოსვლა
2 დღე. თბილისი - მცხეთა - თბილისი
3 დღე. თბილისი - გორი - ქუთაისი
4 დღე. ქუთაისი - ბორჯომი - ალავერდი
5 დღე. ალავერდი - ერევანი
6 დღე. ერევანი - ეჩმიაძინი - სევანი
7 დღე. სევანი - დმანისი - ბოლნისი - უდაბნო - თელავი
8 დღე. თელავი - გრემი - სიღნაღი - თბილისი
9 დღე. საქართველოსთან გამომშვიდობება

 

ხანგრზლივობა: 9 დღე / 8 ღამე 
მანძილი: 2500 კილომეტრი 
ღამისთ გათევა: თბილისი, ქუთაისი, ალავერდი, ერევანი, სევანი, თელავი
ტურის მარშუტი: 

 

1 დღე. საქართველოში ჩამოსვლა

გემიდან მეჯლისზე! ეს შეიძლება ითქვას თქვენი მოგზაურობის პირველ დღეზე! თბილისის აეროპორტიდან ტრანსფერი და სასტუმროში განთავსება, რის შემდეგაც გელით - სადღესასწაულო ვახშამი რესტორანში თამადასთან ერთად. ქართული სტუმართმოყვარეობის სულს მაშინვე იგრძნობთ: თქვენ გელოდებათ ნაციონალური კერძების: შამფურზე შემწვარი მწვადის, ყველის ღვეზელის, ხაჭაპურის და ქართული ღვინის დეგუსტაცია. ეს ყველაფერი ქართული მუსიკის ფონზე წარიმართება.

 

2 დღე. თბილისი - მცხეთა - თბილისი

„არც რუსეთში, არც თურქეთში არასოდეს არაფერი მინახავს უფრო მდიდრული, ვიდრე თბილისის აბანოები“. ასე წერდა აბანოთუბნის შესახებ დიდი პუშკინი. ძველ თბილისში სეირნობისას თქვენ შეძლებთ გადაამოწმოთ რუსი პოეტის სიტყვები. ხედი ნარიყალას ციხე-გალავნიდან კი ერთ რამედ ღირს. საქართველოს დედაქალაქი - თქვენს ხელის გულზეა!

მეტეხის კლდეზე ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი დგას, იქვე კი თბილისის დამაარსებლის მეფე ვახტანგ გორგასლის ძეგლია. ვიწრო ქუჩებს ავლაბრის ძველ უბანში მივყავართ - იქ, წმინდა ილიას მთაზე, სამების დიდი საკათედრო ტაძარი დგას, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საკვირაო წირვას არტარებს. ტაძრის ეზოში ლამაზი ბაღია, პატარა აუზით, რომელშიც გედები დაცურავენ, იქვე კი პატარა კაფეა ლეგენდარული ქართული „ლაღიძის წყლებით“. სიონი - ძველი საკათედრო ტაძარი, მოგზაურებს თავისი მშვენიერებით აოცებს. თბილისის ყველაზე ძველი ბაზილიკური ტაძარი კი სასწაულმომქმედ ანჩისხატს ინახავს.

ხელოვნების მუზეუმის საგანძური, კიდევ ცოტა გზა და აი ისიც - მცხეთა! ჯვრის მონასტრის სიმაღლიდან საქართველოს ძველი დედაქალაქის და მისი არე-მარის დიდებული ხედი იშლება. ძველისძველ ქუჩებს საქართველოს სასულიერო ცენტრთან - სვეტიცხოვლის ტაძართან მივყავართ. სამთავროს მონასტერში პირველი ქრისტიანი ბერების საფლავებს ვნახავთ. ამ ტაძრის ეზოში წმინდა გაბრიელის საფლავთან ილოცებთ - ამბობენ, აქ სურვილები სრულდებაო!

 

3 დღე. თბილისი - გორი - ქუთაისი

მაშ ასე, დასავლეთისკენ გამგავრების დროა! საქართველოში მოგზაურობისას უფლისციხეს გვერდს ვერ ავუვლით. მომნუსხველია უძველესი ქართული ქალაქი - ის მთლიანად კლდეშია გამოკვეთილი, თითქოს თავად ბუნებას შეუქმნიაო... წარმართული დროის კულტურული ცენტრი საქართველოს სახელმწიფოებრიობის მომსწრეა ადრეული საუკუნეებიდან. ის იყო ძველი რწმენებისა და ახლად ჩასახული ქრისტიანობის ბრძოლის არენა, მას უნახავს უცხო ქვეყნის დამპყრობელთა არმიები და გამხდარა ქართველ ფეოდალთა შიდა ომების ველი. აქ იხილავთ სამსხვერპლოს ნარჩენებს, ორმოებს ცოცხლად დაწვისთვის, უძველესი აფთიაქის შენობას და თამარ მეფის მისაღებ დარბაზებს... აქ ისტორიის სუნთქვას იგრძნობთ!

აქვე ახლოს ქალაქი გორია - სტალინის სამშობლო. სახლ-მუზეუმი მის პირად ნივთებს, ბიოგრაფიის მტკიცებულებებს და იოსებ ჯუღაშვილის სიკვდილის ნიღაბს ინახავს. ეზოში ნახავთ რკინიგზის ვაგონს, რომლითაც სტალინი ჩერჩილთან და რუზველტთან შესახვედრად გაემგზავრა მეორე მსოფლიო ომის დროს. ქალაქის ცენტრს გორის ციხე-სიმაგრე დაჰყურებს - საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი საფორტიფიკაციო ნაგებობა.

გადავლახავთ რიკოთის უღელტეხილს და დასავლეთ საქართველოში აღმოვჩნდებით! მზიური კოლხეთი მითიდან არგონავტების შესახებ გვეგებება მსუბუქი კლიმატით, რომელშიც ზღვის სუნთქვა იგრძნობა. ამ მხარის დედაქალაქი გახლავთ ქვეყანაში სიდიდით მეორე ქალაქი - ქუთაისი. აქ ძველი უბნების თვალწარმტაცი ქაოსი ლივლივებს. თეთრ ხიდზე გადამჯდარი „პიკასოს ბიჭის“ სკულპტურა ჩვენს ყურადღებას იქცევს. ქალაქის მშვენება - დიდი თეთრი ბაგრატის ტაძარი მწვანე გუმბათებით, რეკონსტრუქციიშ შემდეგ მთელი თავისი პირვანდელი მშვენებით წარსდგა ჩვენს წინაშე. ეს საკათედრო ტაძარი X საუკუნეში აიგო, როგორც საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს სიმბოლო და ძეგლი. სანამ დასაძინებლად გავეშურებოდეთ თქვენ გელით გელათის მონასტერი და გელათის აკადემია - სასულიერო და საერო მეცნიერებების ცენტრი, რომელსაც შორეულ ქვეყნებში ჰქონდა სახელი განთქმული!

 

4 დღე. ქუთაისი - ბორჯომი - ალავერდი

ნებისმიერ დაავადებას გაუმკლავდება ბორჯომის მინერალური წყალი! მხოლოდ აქ შეიძლება ისუნთქო ასე თავისუფლად: ფილვები შეისუნთქავენ ჰაერს, რომელსაც ჟანგბადითა და განუმეორებელი არომატებით ეროვნული ნაკრძალის ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყეები ამდიდრებენ.  არასოდეს დაგავიწყდებათ ნამდვილი სამკურნალო წყლის - ბორჯომის სპეციფიური და სასიამოვნო გემო, რომელსაც პირდაპირ მიწის 10 კილომეტრიანი სიღრმიდან მომდინარი წყაროდან მიირთმევთ.

მთის ბუნებრივი რესურსების ეს უნიკალური საჩუქარი შეგიძლიათ თან გაიყოლოთ საქართველოს ოქროს ხანის შთამბეჭდავი ძეგლისაკენ მიმავალ გრძელ გზაზე. ქალაქი გამოქვაბული - ვარძია საქართველოს XII საუკუნის დიდების სიმბოლო და შემდგომი საუკუნეების ტრაგედიათა მოწმეა. ის მდინარე მტკვრის სანაპიროს გადმოჰყურებს. აქ შეიძლება უსასრულოდ იღოთ ფოტოები... 13 სართულიანი ციხე-ქალაქი მთლიანად კლდეშია გამოკვეთილი, მისი სახეწოდება კი მეფე თამარის ბავშვობას უკავშირდება. როდესაც აქ თქვენ წინ ტაძრის კარი გაიღება, მონუსხულნი დარჩებით უძველესი ფრესკებით და მათი ისტორიით.

აქედან არც თუ ისე შორია სომხეთის საზღვარი. საქართველოს დავტოვებთ და აღმოვჩნდებით ქალაქ ალავერდში. ეს გახლავთ სპილენძის წარმოების ცენტრი. სწორედ ის გახდება სატრანზიტო პუნქტი სომხეთის დედაქალაქისკენ.

 

5 დღე. ალავერდი - ერევანი

ერევენში ჩასულებმა აუცილებლად უნდა მოვინახულოთ ერთ-ერთი კულტურული ცენტრი, სადაც ძველი მონუსკრიპტები ინახება. ახლო აღმოსავლეთის ისტორიისა და კულტურის შესასწავლად მეცნიერები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მათენადარანში ჩადიან. უძველესი, ვერცხლით მოვარაყებული და ტყავის ყდებით შემკული წიგნები, საუკუნეების მტვერი და მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი წიგნის საცავის იდუმალი სიჩუმე...

აი გარნის ციხე-სიმაგრეც მზის ღმერთის მირტას წარმართული ტაძრით. ეს არის ჩვენს წელთ-აღრიცხვამდე I საუკუნის ნაგებობა, რომელიც ათენის ტაძრებს მოგვაგონებს. შემდეგ კი მოინახულებთ ადგილს, სადაც ერთ დროს ერთ-ერთი უდიდესი ქრისტიანული რელიქვია ინახებოდა - შუბი, რომელიც ფერდში აძგერეს იესო ქრისტეს. ეს არის მონასტერი გაგარდის კლდეში, მისი სახელი ითარგმნება როგორც - „შუბი“. მოვინახულებთ გეხატავანკის მონასტერსაც, რათა უკეთ გავიცნოთ სომხეთის შუასაუკუნეების არქიტექტურა. საღამოს გელით გასეირნება და შოპინგი ერევანში.

 

6 დღე. ერევანი - ეჩმიაძინი - სევანი

შუბი, რომელითაც განგმირეს ქრისტე, დღეს სომეხი პატრიარქების რეზიდენციაში - სამონასტრო კომპლექს ეჩმიაძინში ინახება. სომხეთის საეკლესიო დედაქალაქი - ვაღარშაპატი, რომელიც მეფე ვაღარშმა დააარსა. აქ ინახება იმ ჯვრის სამი ნაწილი, რომელზეც გააკრეს იესო. ეჩმიაძინში არის წმინდა გაიანეს ბაზილიკაც. მიიჩნევა, რომ ყველა სომეხი, ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა მივიდეს აქ, რადგან თვით უფალმა მიუთითა ადგილი, სადაც ტაძარი უნდა აშენებულიყო. აქვე, ეჩმიაძინში არის წმინდა რიპსიმეს სახელობის ტაძარი, რომელსაც წარმართი მეფის, ტირიდატესთვის ნათქვამი უარი სიცოცხლის ფასად დაუჯდა. ამ ტაძრის გუმბათს ჯვრის სახე აქვს, რაც დიდი იშვიათობაა.

ფრიად მრავალფეროვანი დღეა. დღეს თქვენ ანგელოზების სამყოფელს მოინახულებთ. ეს გახლავთ VII საუკუნის ტაძარი - ზვარნოტი, ბიზანტიური კულტურის გამოძახილი. ლეგენდის მიხედვით ის მწყემსმა იპოვნა, როდესაც თავსხმა წვიმაში თავშესაფარს ეძებდა. და აი - თქვენს წინაშე არის არარატი - სწორედ ის მთა, რომელთანაც აღმოჩნდა ნოე თავისი კიდობნით სამყაროს დატბორვის შემდეგ. თუკი თქვენ როდესმე გსმენიათ ამ ადგილების სილამაზეზე, საუბარი აუცილებლად იქნებოდა ქორ ვირაპის მონასტერზე, რომელიც პირდაპირ თურქეთის საზღვათან დგას - იქ, სადაც არარატის მწვერვალი ღრუბლებში იძირება. წინ კიდევ ერთი ლეგენდა გველის. იმ ჯვრის კიდევ ერთი ნაწილი, რომელზეც იესო ქრისტე გააკრეს და რომელზეც მისი სისხლის კვალი ატყვია იდუმალმა მწირმა იპოვნა და დღეს ის XIII საუკუნის სამონასტრო კომპლექსში, ნორავანქში ინახება. და როგორც იქნა - „სომხეთის ზღვა“, ულამაზესი სევანის ტბა! ღამეს აქ გავათევთ!

 

7 დღე. სევანი - დმანისი - ბოლნისი - უდაბნო - თელავი

მშვიდობით სომხეთო - ისევ მოგესალმები საქართველოვ! საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ ჩვენ სენსაციური გათხრებისა და საოცარი აღმოჩენების ადგილისკენ გავემართებით. დმანისი - პატარა ქალაქი, რომლის შემოგარენშიც იქნა ნაპოვნი პირველი ევროპელების - ზეზვას და მზიას და მათი ნათესავების ნეშტები. უძველესი ადამიანების ძვლების აღმოჩენამ არც თუ ისე დიდი ხნის წინ აიძულა მეცნიერება, ხელახლა გადაეხედათ ადამიანის წარმოშობის განმტკიცებული თეორიისთვის. უფრო დაწვრილებით ამის შესახებ დმანისის არქეოლოგიურ მუზეუმში შეიტყობთ.

შემდეგი იქნება - ბოლნისი, სიონის ტაძარი, რომლის კედლებს ამშვენებს ჯვრები, რომლებიც თავისი მოყვანილობით ძალიან ჰგავს მალტურს. აქვე შენარჩუნდებულია ქართული ალფავიტის „ასომთავრულის“ ყველაზე ძველი ძეგლები. ბოლნისის სიონი 478-493 წლებში შენდებოდა, ქართული ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის მოპოვებისთანავე. ტაძათან მისვლისას თქვენ აღმოაჩენთ, რომ ამ ადრეულ პერიოდში არქიტექტორები არ ცდილობდნენ ფასადების მხატვრულად გაფორმებას. მთავარი ყურადღება ინტერიეზეა გდატანილი. ამიტომ, გარედან ტაძარს მხოლოდ მწვანე ტუფის მოპირკეთება ამშვენებს. მარტივი ფორმებისა და ჰარმონიული პროპორციების წყალობით, ტაძარი შიგნიდან ძალის და დიდებულების მონუმენტურ შთაბეჭდილებას ბადებს.

მივდივართ აღმოსავლეთისკენ, დახუთულ ნახევრადუდაბნოში აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ. სამონასტრო გამოქვაბულთა უზარმაზარი კომპლექსი დავით გარეჯა - მთების ქედის გასწვრივ არის გაშლილი. თქვენ იხილავთ ასურელი მამის, დავითის მიერ VI საუკუნეში დაარსებულ ლავრას და მისი მიმდევრების მიერ კლდეში გამოკვეთილ კელიებს.

ამ ადგილების მკვდარ სიმშვიდეს და პირველქმნილ სილამაზეს შეუძლიათ დაგატყვევონ მოზღვავებული შთაბეჭდილებებით... ეს ლანდშაფტები... ძვირფასი მონაპოვარია ფოტოაპარატისთვის!

და აი, ისევ ტყიან მთებში აღმოვჩნდით, რომლებსაც ვაზით მოფენილი ფართო მინდვრები შეცვლის. ალაზნის ველი მოგესალმებათ, ყველაზე ბარაქიანი მხარესაქართველოში და ღვინის სამეფოს გული - კახეთი. ამ მხარის დედაქალაქი - სტუმართმოყვარე ქალაქი თელავი - კომფორტულად გაგვათევინებს ღამეს.

 

8 დღე. თელავი - გრემი - სიღნაღი - თბილისი

უღრან ტყეში ჩაკარგული მონასტერი შუამთა - კახეთის დედოფლის, თინას საცხოვრებელი გახლდათ. მან სიზმარში ნახა ტაძრის მშენებლობის ადგილი და დაქვრივების შემდეგ აქ აღიკვეცა მონაზვნად. იშვიათი სილამაზის მქონე ადგილია! გსურთ მოინახულოთ ადგილი, სადაც თვით შოთა რუსთაველი სწავლობდა? პოეტი, რომელმაც „ვეფხისტყაოსანი“ დაწერა - იყალთოს აკადემიის აღზრდილია.  აქ XII საუკუნიდან მოქმედებდა საკმაოდ დიდი აკადემია. ამ კომპლექსში დღემდე შემორჩენილია იმ დროინდელი საწნახელი, რომლეშიც ღვინოს ოდესღაც მსოფლიო ლიტერატურული შედევრის ავტორი წურავდა.

ყურძნის გახსენებაზე... განაკუთრებული გემო აქვს მართლმადიდებლურ ღვინოს ალავერდის მონასტრის ღვინის მარნიდან. საუკუნეების განმავლობაში ბერები ცდილობდნენ ისეთივე კეთილშობილი და დიდებული ღვინო დაეწურათ, როგორიც ალავერდის საკათედრო ტაძარია. კავკასიონის თოვლიანი მწვერვალების ფონზე, აყვავებული ვენახებით გარშემორტყმული XI საუკუნის უმშვენიერესი ტაძარი თეთრად ანათებს. მისი ცქერა არასოდეს მოგბეზრდებათ, თუმცა... წინ ახალი შთაბეჭდილებები გველის!

ლამაზი ბაღი, მოვლილი სახლი - მაშინვე შეატყობთ, რომ აქ არისტოკრატები ცხოვრობდნენ! ეს წინანდალია! ბავშვობაში ამ ბაღში კისკისით დარბოდა ნინო ჭავჭავაძე - რუსი კლასიკოსის, გრიბოედოვის ქვრივი. დღეს, თუკი ყურს მიუგდებთ ირგვლივ გამეფებ


ტური საქართველოში და სომხეთში

თბილისი, მცხეთა, გორი, ქუთაისი, ბორჯომი, ალავერდი, ერევანი, სევანი, ბოლნისი, თელავი, გრემი, სიღნაღი

 დაბრუნება

Old version