test
ტურების ფილტრი
ფილტრის მოხსნა

პაკეტის მიხედვით

სახეობის მიხედვით

ხანგრძლიობის მიხედვით

ადგილის მიხედვით

სეზონის მიხედვით

დაგეგმეთ თქვენი ტური
მოგზაურების რაოდენობა  
დღეების რაოდენობა  
ჩამოსვლის თარიღი (არჩევითი)
 
გამგზავრების თარიღი (არჩევითი)
 

განთავსება

მოგზაური: 1
ოთახის კატეგორიები (მიუთითეთ სასურველი ოთახების რაოდენობა შესაბამის გრაფაში):
ერთადგილიანი ორადგილიანი სამადგილიანი

სასტუმროს კატეგორიები:

ეკონომი
საშუალო
მაღალი
სასტუმროს გარეშე

სასტუმროში შესვლა ჩამოსვლის დღეს

რეგისტრაცია 14:00 საათის შემდეგ
რეგისტრაცია 14:00 საათამდე


ძებნა

4 დღიანი ტური საქართველოში [ჯგუფური]

თარიღები: ყოველ კვირას მთელი წლის განმავლობაში (1 და 2 იანვრის გარდა); 
ტურის ხანგრძლივობა: 4 დღე / 4 ღამე; 

4 დღიანი ტურის ფასი სამადგილიან ნომერში განთავსებით: $395 ერთ პერსონაზე;
4 დღიანი ტურის ფასი ორადგილიან ნომერში განთავსებით: $395 ერთ პერსონაზე;
4 დღიანი ტურის ფასი ერთადგილიან ნომერში განთავსებით: $470 ერთ პერსონაზე; 


ორშაბათი - ძველი თბილისის საფეხმავლო ტური 

10:00 - ექსკურსია იწყება მეტროს სადგურ ავლაბართან. მოვინახულებთ სამების საკათედრო ტაძარს და მეტეხის ეკლესიისა და ხიდის გავლით ვაგრძელებთ ტურს გოგირდოვანი წყლებით სახელგანთქმულ აბანოთუბანში. ექსკურსია გრძელდება ნარიყალას ციხეზე, სადაც მოვხვდებით საბაგირო გზით, გასეირნება შარდენის ქუჩაზე, სადაც უამრავი სუვენირების და საჩუქრების მაღაზიაა. ჩვენ მოვინახულებთ ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვან სანახაობებს: სიონის საკათედრო ტაძარს და ანჩისხატის ბაზილიკას; შემდგომ, თავისუფლების მოედნის გავლით გავისეირნებთ ქალაქის ყველაზე მთავარ რუსთაველის ქუჩაზე, სადაც მოგვეცემა საშუალება თვალი შევავლოთ პარლამენტის შენობას და ტურს ვასრულებთ ქაშუეთის ეკლესიის მონახულებით. 

სამშაბათი - კახეთი, ღვინის სამშობლო

09:00 ვიწყებთ მარშუტს განახლებულ ქალაქ სიღნაღისა და ბოდბის მონასტრის მონახულებით. მივემგზავრებით თელავისკენ, გზად შევივლით წინანდალში - ღვინის დეგუსტაცია და ექსკურსია ჭავჭავაძის მუზეუმსა და ღვინის მარანში. თელავის ბაზარზე მცირე გასეირნების შემდეგ ვაგრძელებთ გზას: მოვინახულებთ ცნობილ ალავერდის საკათედრო ტაძარს, იყალთოს აკადემიასა და შუამთის მონასტრის კომპლექსს. ვბრუნდებით თბილისში გომბორის უღელტეხილზე გამავალი გზით. 

ოთხშაბათი - კავკასიონის ქედი

09:00 - ვსტუმრობთ ანანურის ციხე-სიმაგრეს, ალპურ სათხილამურო კურორტ გუდაურსა და ჩავდივართ სტეფანწმინდაში, ჯიპით ავდივარათ გერგეთზე, სადაც მთიდან იშლება მშვენიერი ხედი მყინვარწვერზე. დაბრუნება თბილისში. 

ხუთშაბათი - მცხეთა და გორი

09:00 - ქალაქი მცხეთა: ისტორიული და არქიტექტორული კომპლექსი ჯვარი, სვეტიცხოვლის ტაძარი, სამთავროს მონასტერი. ვაგრძელებთ სტუმრობას უფლისციხეში და სტალინის სახლ-მუზეუმში. ვბრუნდებით თბილისში. 

 

ტურის ფასი მოიცავს: 

- ყველა ექსკურსიას; 
- 4 ღამე ტურისტული სტანდარტების სასტუმროებში; 
- საუზმეს სასტუმროებში; 
- ვახშამი ქუთაისში; 
- მუზეუმების ბილეთებს; 
- საბაგირო გზის ბილეთს; 
- გიდის მომსახურებასდ (ინგლისური ან რუსულენოვანი). 


დამატებითი პირობები:

დამატებითი ღამე სასტუმროში: $55 ოთახი საუზმის და გადასახადების ჩათვლით;
ჯომარდობა მდინარე არაგვზე (90 წუთი): $40 ერთი ადამიანი, ტრანსფერების ჩათვლით.


ტური საქართველოში 

4 დღიანი ტურის ფასი: $395-დან. 
თბილისი, მცხეთა, სიღნაღი, თელავი, უფლისციხე, გორი, ყაზბეგი.

 დაბრუნება

Old version