Desktop version
ტურების ფილტრი
ფილტრის მოხსნა

პაკეტის მიხედვით

სახეობის მიხედვით

ხანგრძლიობის მიხედვით

ადგილის მიხედვით

სეზონის მიხედვით

დაგეგმეთ თქვენი ტური
მოგზაურების რაოდენობა  
დღეების რაოდენობა  
ჩამოსვლის თარიღი (არჩევითი)
 
გამგზავრების თარიღი (არჩევითი)
 

განთავსება

მოგზაური: 1
ოთახის კატეგორიები (მიუთითეთ სასურველი ოთახების რაოდენობა შესაბამის გრაფაში):
ერთადგილიანი ორადგილიანი სამადგილიანი

სასტუმროს კატეგორიები:

ეკონომი
საშუალო
მაღალი
სასტუმროს გარეშე

სასტუმროში შესვლა ჩამოსვლის დღეს

რეგისტრაცია 14:00 საათის შემდეგ
რეგისტრაცია 14:00 საათამდე


ძებნა

ტური საქართველოში და სომხეთში [ჯგუფური]

ტურის თარიღები: გარანტირებული გასვლა ყოველ კვირას, მთელი წლის განმავლობაში.
როგორ შევუერთდეთ ჯგუფს: თქვენი ჩამოფრენა უნდა ემთხვეოდეს პარასკევს თბილისის ან ერევნის აეროპორტში, ხოლო გაფრენა მომდევნო კვირას თბილისის აეროპორტიდან.
ტურის ხანგრძლივობა: 10 დღე / 9 ღამე. 

ტურის აღწერილობა: 

პარასკევი: ჩამოსვლის დღე 
დახვედრა თბილისის ან ერევნის აეროპორტში და ტრანსფერი სასტუმროში ერევანში. განთავსება 15:00-ის შემდეგ. 
ღამისთევა ერევანში. 

შაბათი: ერევანი 
12:00 – მოვინახულებთ დედა სომხეთის მონუმენტს, საიდანაც იშლება არარატის მთის შესანიშნავი ხედი ერევნის ცენტრის პანორამით. დავათვალიერებთ უძველესი ხელნაწერების ინსტიტუტს - მატენადარანს. გავისეირნებთ კასკადის კომპლექსისთან, თვალს შევავლებთ ოპერის სახლს, ჩრდილოეთის პროსპექტს და რესპუბლიკის მოედანს. ვეწვევით ვერნისაჟს, სადაც, ცნობილ შუკას ბაზარში შესაძლებელია სუვენირების, ტრადიციული ტკბილეულის და ჩირის შეძენა.
ღამისთევა ერევანში. კვება: საუზმე. მანძილი: 100 კმ / 60 მილი

კვირა: ერევანი - ხორ ვირაპი – ეჩმიაძინი – გარნი - გეგჰარდი
09:00 – დილით გავემგზავრებით ხორ ვირაპის მონასტრის მოსანახულებლად, სადაც არარატის მთა წარგვიდგება მთელი თავისი სიდიადით და მშვენიერებით. გზას გავაგრძელებთ ეჩმიაძინისკენ. ეს უკანასკნელი წარმოადგენს სომხეთის სამოციქულო ეკლესიის სულიერ და ადმინისტრაციულ ცენტრს. ვეწვევით წმინდა რიპსიმესა და წმინდა გაიანეს ეკლესიებს. მოვინახულებთ ეჩმიაძინის მთავარ საკათედრო ტაძარს, სადაც დავესწრებთ ლიტურგიას. გავემგზავრებით სომხეთის ყველაზე ძველი შენობის, გარნის ცეცხლთაყვანისმცემელთა სალოცავის სანახავად, რომელიც 1-ლი საუკუნით თარიღდება. ამის შემდეგ, მოვინახულებთ სომხეთის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ, მე-13 საუკუნის გეგჰარდის მონასტერს. დაბრუნება ერევანში.
ღამისთევა ერევანში. კვება: საუზმე. მანძილი: 250 კმ / 155 მილი

ორშაბათი: ერევანი - სევანის ტბა - სომხეთ-საქართველოს საზღვარი - თბილისი
09:00 - ტურს დავიწყებთ სევანის ტბით. ვეწვევით სევანის ნახევარკუნძულზე განთავსებულ სევანავანკის მონასტერს. გავაგრძელებთ გზას საკურორტო ქალაქ დილიჟანისკენ, რომელიც ცნობილია თავისი მომნუსხველი ბუნებითა და ექსტრაორდინალური არქიტექტურით. გავისეირნებთ შარამბეიანის ქუჩაზე, რომელიც მდებარეობს ძველი დილიჟანის ისტორიულ უბანში. გავემგზავრებით სომხეთ-საქართველოს საზღვრისკენ. სასაზღვრო ფორმალობების გავლის შემდეგ გავაგრძელებთ გზას საქართველოს დედაქალაქ თბილისში.
ღამისთევა თბილისში. კვება: საუზმე. მანძილი: 350 კმ / 220 მილი

სამშაბათი: ანანური - გუდაური - ყაზბეგი - გერგეთი - თბილისი
09:00 - დილით გავემგზავრებით კავკასიონის მთებისკენ. გზად შევჩერდებით ჟინვალის წყალსაცავზე და მოვინახულებთ ანანურის ციხეს. გავაგრძელებთ გზას გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტისკენ. გავყვებით საქართველოს ყოფილ სამხედრო გზას და ჯვრის უღელტეხილის გავლით ჩავალთ სტეფანწმინდაში, სადაც დავტკბებით გერგეთის მომნუსხველი ხედებით. ადგილობრივ ოჯახში ეგზოტიკური სადილის მირთმევის შემდეგ, დავბრუნდებით თბილისის სასტუმროში.
ღამისთევა თბილისში. კვება: საუზმე და სადილი. მანძილი: 350 კმ / 220 მილი

ოთხშაბათი: სიღნაღი - ბოდბე - ყვარელი - თელავი
09:00 - დილით გავემგზავრებით ციხე-ქალაქ სიღნაღში, რომელიც შემოფარგლულია 28 სამეთვალყურო კოშკიანი კედლით. მოვინახულებთ ბოდბის დედათა მონასტერს. მონასტრის ტერიტორიიდან იშლება ხედები საუკეთესო ქართული ღვინოების მიწაზე - ალაზნის ველზე, რომლელიც გარშემორტყმულია დიდი კავკასიონის ქედებით. ბოდბეს შემდეგ, შევჩერდებით ხარებას ღვინის გვირაბში, სადაც დავაგემოვნებთ ადგილობრივი ტრადიციების შესაბამისად, ქვევრში დამზადებულ კახურ ღვინოებს. მოვინახულებთ გრემის ციხეს, რის შემდეგაც გავაგრძელებთ გზას თელავისკენ და დავათვალიერებთ ძველ ქალაქს.
ღამისთევა კახეთში. კვება: საუზმე. მანძილი: 200 კმ / 125 მილი

ხუთშაბათი: ალავერდი - წინანდალი - შუამთა - თბილისი
09:00 - ტურს დავიწყებთ თელავის ბაზრის დათვალიერებით და გავაგრძელებთ გზას ალავერდის საკათედრო ტაძრისკენ. XI საუკუნეში აშენებული ალავერდი, ერთერთია ქვეყნის ოთხი ყველაზე დიდი საკათედრო ტაძრიდან და ყველაზე მაღალი ტაძარია საქართველოს უძველეს ტაძრებს შორის. შემდეგი გაჩერება წინანდლის საგვარეულო მამულში, რომელიც ცნობილია თავისი სილამაზით. უფლისწული ალექსანდრე ჭავჭავაძე იყო ცნობილი პოეტი და საზოგადო მოღვაწე საქართველოში. მის სახლში ჩვენ ვნახავთ ხელოვნების გალერეას და ბარს, სადაც შესაძლებელია ევროპული ტექნოლოგიით დამზადებული პირველი ქართული ღვინის - წინანდლის დაგემოვნება. გავაგრძელებთ ტურს იყალთოს აკადებიაში და შუამთის სამონასტრო კომპლექსში, საიდანაც, ულამაზესი გომბორის უღელტეხილის გავლით, გავემგზავრებით თბილისის სასტუმროში.
ღამისთევა თბილისში. კვება: საუზმე. მანძილი: 200 კმ / 125 მილი

პარასკევი: გორი - უფლისციხე - ქუთაისი
09:00 - გავეწერებით თბილისის სასტუმროდან და გავემგზავრებით საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქ ქუთაისში. პირველ რიგში, მოვინახულებთ უფლისციხის გამოქვაბულში ნაკვეთ ქალაქს და სტალინის დაბადების ადგილს და მუზეუმს გორში. ქუთაისში ჩასვლის შემდეგ, ვეწვევით ბაგრატის ტაძარს, გელათის სამონასტრო კომპლექსს და მოწამეთას მონასტერს.
ღამისთევა ქუთაისში. კვება: საუზმე, ვახშამი. მანძილი: 350 კმ / 220 მილი

შაბათი: ოკაცეს კანიონი - თბილისი
09:00 - ამ დღეს გვექნება ექსკურსია ქუთაისის ძველ ქალაქში, საიდანაც გავუდგებით გზას ოკაცეს კანიონებისკენ - ეს არის სოფელ გორდიში მდებარე ბუნებრივი მონუმენტი, რომელიც მოიცავს ღრმა და ვიწრო ხეობას, მდინარე ოკაცეს მიმდებარედ. აქ გავუყვებით (დაახლოებით 2 საათი) კანიონის საფეხმავლო ბილიკს ისტორიული ტყის გავლით, სადაც შეგვხვდება რამდენიმე ჩანჩქერი, 780 მ სიგრძის დაკიდული ბილიკი რამდენიმე საფეხურიანი კიბით და პანორამული ხედებით. ოკაცეს კანიონიდან გავემგზავრებით თბილისისკენ.
ღამისთევა თბილისში. კვება: საუზმე. თრექინგი 2 საათი. მანძილი: 350 კმ / 220 მილი

კვირა - გამგზავრება
ტრანსფერი სასტუმროდან თბილისის აეროპორტში.

ორი ქვეყნის ტურის ფასი ორადგილიან ან სამადგილიან ნომერში: 3445 ლარი ერთი ადამიანისთვის.
ორი ქვეყნის ტურის ფასი ერთადგილიანი ნომერში: 4955 ლარი ერთი ადამიანისთვის.

ტურის ფასი მოიცავს:
- აეროპორტის ტრანსფერები
- ექსკურსიები
- განთავსება - 9 ღამე
- საუზმე სასტუმროებში
- სადილი ყაზბეგში
- ვახშამი ქუთაისში
- მუზეუმების ბილეთები
- ღვინის დეგუსტაცია კახეთში
- გიდის მომსახურება

დამატებითი მომსახურება:
ღამის დამატება სასტუმროში: 225 ლარი ოთახი, საუზმისა და გადასახადების ჩათვლით
ჯომარდობა არაგვზე (90 წუთი): 130 ლარი ერთ პერსონაზე, ტრანსფერების ჩათვლით

ჯგუფის მაქსიმალური რაოდენობა არის 14 ადამიანი. ყველა ტური გარანტირებულია, თუ იქნება თავისუფალი ადგილები ჯგუფში. ჯგუფში დამატების სურვილის შემთხვევაში, მოგვწერეთ.

 


ტური საქართველოში და სომხეთში

ტურის აღწერილობა: ერევანი, სევანი, ეჩმიაძინი, თბილისი, მცხეთა, უფლისციხე, გორი, ქუთაისი, ყაზბეგი.

 დაბრუნება

Old version