ტურების ფილტრი
ფილტრის მოხსნა

პაკეტის მიხედვით

სახეობის მიხედვით

ხანგრძლიობის მიხედვით

ადგილის მიხედვით

სეზონის მიხედვით

დაგეგმეთ თქვენი ტური
მოგზაურების რაოდენობა  
დღეების რაოდენობა  
ჩამოსვლის თარიღი (არჩევითი)
 
გამგზავრების თარიღი (არჩევითი)
 

განთავსება

მოგზაური: 1
ოთახის კატეგორიები (მიუთითეთ სასურველი ოთახების რაოდენობა შესაბამის გრაფაში):
ერთადგილიანი ორადგილიანი სამადგილიანი

სასტუმროს კატეგორიები:

ეკონომი
საშუალო
მაღალი
სასტუმროს გარეშე

სასტუმროში შესვლა ჩამოსვლის დღეს

რეგისტრაცია 14:00 საათის შემდეგ
რეგისტრაცია 14:00 საათამდე


ძებნა

11 დღიანი ტური საქართველოში: მთებიდან ზღვამდე [ჯგუფური]

ჯგუფური ტური საქართველოში იწყება თბილისიდან და გავემგზავრებით კახეთში. უფლისციხისა და ქუთაისის ინსტორიული ძეგლების მონახულების შემდეგ კი ვესტუმრებით სვანეთს, სადაც გვექნება უშგულის ჯიპ-ტური. ალპური მთებიდან გადავინაცვლებთ შავი ზღვის სუბტროპიკებში და ღამეს გავათევთ ქალაქ ბათუმში.

ტურის თარიღები: გარანტირებული გასვლა ყოველ კვირას, მთელი წლის განმავლობაში.
როგორ შევუერთდეთ ჯგუფს: თქვენი ჩამოფრენა სასურველია დაემთხვეს კვირა დღეს თბილისის ან ქუთაისის აეროპორტში, ხოლო გაფრენა მომდევნო ოთხშაბათს.
ტურის ხანგრძლივობა: 11 დღე / 10 ღამე. 

ტურის აღწერილობა: 

კვირა: ჩამოსვლის დღე 
დახვედრა თბილისის აეროპორტში და ტრანსფერი სასტუმროში. განთავსება 15:00-ის შემდეგ. 
ღამისთევა თბილისში. 

ორშაბათი: თბილისი - ჯვარი - მცხეთა 
10:00 - ტურს ვიწყებთ სამების საკათედრო და მეტეხის ტაძრების მონახულებით, გავაგრძელებთ ტურს აბანოთუბანში, რომელიც ცნობილია გოგირდოვანი წყლების აბანოებით. ევროპის მოედნიდან საბაგირო გზით ავალთ ნარიყალას ციხეზე, გავისეირნებთ შარდენის ქუჩაზე, რომელიც სავსეა სუვენირების და საჩუქრების მაღაზიებით. შეუძლებელია ძველი თბილისის ტური დასრულებულად ჩაითვალოს სიონის საკათედრო ტაძრისა და ანჩისხატის ბაზილიკის მონახულების გარეშე. თავისუფლების მოედნიდან გავუყვებით თბილისის მთავარ ქუჩას - რუსთაველის გამზირს და გავაგრძელებთ გზას ჯვრის მონასტრისკენ, რომელიც VI საუკუნით თარიღდება. აქედან იშლება ულამაზესი პანორამული ხედი ქალაქ მცხეთაზე, რომელიც მდებარეობს ორი მდინარის შესართავს შორის. აქედან გავემგზავრებით ქალაქ მცხეთაში. მოვინახულებთ სვეტიცხოველის საკათედრო ტაძარს და დავბრუნდებით თბილისში.
ღამისთევა თბილისში. კვება: საუზმე. მანძილი: 100 კმ / 60 მილი

სამშაბათი: ანანური - ყაზბეგი - გერგეთი - გუდაური 
09:00 - დილით გავემგზავრებით კავკასიონის მთებისკენ. გზად შევჩერდებით ჟინვალის წყალსაცავზე და მოვინახულებთ ანანურის ციხეს. გავაგრძელებთ გზას გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტისკენ. გავყვებით საქართველოს ყოფილ სამხედრო გზას და ჯვრის უღელტეხილის გავლით ჩავალთ სტეფანწმინდაში, სადაც დავტკბებით გერგეთის მომნუსხველი ხედებით. ადგილობრივ ოჯახში ეგზოტიკური სადილი.
ღამისთევა თბილისში. კვება: საუზმე და სადილი. მანძილი: 280 კმ / 175 მილი

ოთხშაბათი: სიღნაღი - ბოდბე - ყვარელი - თელავი
09:00 - დილით გავემგზავრებით ციხე-ქალაქ სიღნაღში, რომელიც შემოფარგლულია 28 სამეთვალყურო კოშკიანი კედლით. მოვინახულებთ ბოდბის დედათა მონასტერს. მონასტრის ტერიტორიიდან იშლება ხედები საუკეთესო ქართული ღვინოების მიწაზე - ალაზნის ველზე, რომლელიც გარშემორტყმულია დიდი კავკასიონის ქედებით. ბოდბეს შემდეგ, შევჩერდებით ხარებას ღვინის გვირაბში, სადაც დავაგემოვნებთ ადგილობრივი ტრადიციების შესაბამისად, ქვევრში დამზადებულ კახურ ღვინოებს. მოვინახულებთ გრემის ციხეს, რის შემდეგაც გავაგრძელებთ გზას თელავისკენ და დავათვალიერებთ ძველ ქალაქს.
ღამისთევა კახეთში. კვება: საუზმე. მანძილი: 270 კმ / 170 მილი

ხუთშაბათი: ალავერდი - წინანდალი - შუამთა - თბილისი
09:00 - ტურს დავიწყებთ თელავის ბაზრის დათვალიერებით და გავაგრძელებთ გზას ალავერდის საკათედრო ტაძრისკენ. XI საუკუნეში აშენებული ალავერდი, ერთერთია ქვეყნის ოთხი ყველაზე დიდი საკათედრო ტაძრიდან და ყველაზე მაღალი ტაძარია საქართველოს უძველეს ტაძრებს შორის. შემდეგი გაჩერება წინანდლის საგვარეულო მამულში, რომელიც ცნობილია თავისი სილამაზით. უფლისწული ალექსანდრე ჭავჭავაძე იყო ცნობილი პოეტი და საზოგადო მოღვაწე საქართველოში. მის სახლში ჩვენ ვნახავთ ხელოვნების გალერეას და ბარს, სადაც შესაძლებელია ევროპული ტექნოლოგიით დამზადებული პირველი ქართული ღვინის - წინანდლის დაგემოვნება. გავაგრძელებთ ტურს იყალთოს აკადებიაში და შუამთის სამონასტრო კომპლექსში, საიდანაც, ულამაზესი გომბორის უღელტეხილის გავლით, გავემგზავრებით თბილისის სასტუმროში.
ღამისთევა თბილისში. კვება: საუზმე. მანძილი: 200 კმ / 125 მილი

პარასკევი: გორი - უფლისციხე - ქუთაისი
09:00 - გავეწერებით თბილისის სასტუმროდან და გავემგზავრებით საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქ ქუთაისში. პირველ რიგში, მოვინახულებთ უფლისციხის გამოქვაბულში ნაკვეთ ქალაქს და სტალინის დაბადების ადგილს და მუზეუმს გორში. ქუთაისში ჩასვლის შემდეგ, ვეწვევით ბაგრატის ტაძარს, გელათის სამონასტრო კომპლექსს და მოწამეთას მონასტერს.
ღამისთევა ქუთაისში. კვება: საუზმე, ვახშამი. მანძილი: 240 კმ / 150 მილი

შაბათი: მარტვილის კანიონი - მესტია 
09:00 - ამ დღეს გვექნება ექსკურსია ქუთაისის ძველ ქალაქში, საიდანაც გავუდგებით გზას მარტვილის კანიონებისკენ. გზას გავაგრძელებთ სვანეთის რეგიონისკენ, მაგისტრალს ცვლის მთის ვიწრო გზები. პირველი გაჩერება გვექნება ენგურჰესთან, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰესია მთელს მსოფლიოში. ენგურიდან გზას გავაგრძელებთ მესტიისკენ - სვანეთის პროვინციის ძველ დედაქალაქთან, რომელიც ცნობილია ამ კუთხისთვის დამახასიათებელი თავდაცვის კოშკებით. ეს კოშკები საუკუნოვანი ისტორიის მატარებლები არიან და ქმნიან სვანეთის სოფლების უნიკალურ ლანდშაფტს. დავბინავდებით მესტიის სასტუმროში და აქვე გვექნება ვახშამი.
ღამისთევა სვანეთში. კვება: საუზმე, ვახშამი. 2 საათიანი საფეხმავლო ტური. მანძილი: 250 კმ / 160 მილი

კვირა: სოფელი უშგული
09:00 - დილით გავემგზავრებით სოფელ უშგულისკენ, რომელიც ზღვის დონიდან 2200 მეტრზეა გაშენებული და თავისი უძველესი სახლებით, ძველი კოშკებით და საუკუნოვანი წეს-ჩვეულებებით, ყველაზე მაღალი სამთო დასახლებაა ევროპაში. ზემო სვანეთი ალპური მდელოების, ველური მყინვარების, კოშკურა მთების და შუასაუკუნეების ძეგლების ბუნებრივ მუზეუმს წარმოადგენს. ციხე-სოფელი უშგული ათასწლეულის მანძილზე ინარჩუნებს სვანეთის არსს. ადგილობრივი მუზეუმი გამოააშკარავებს სვანების პატრიარქალური ცხოვრების საიდუმლოებებს, ხოლო მე XII საუკუნის ტაძარი „ლამარია“ კი, გაგაოცებთ ამ ეკლესიასთან ასოცირებული ლეგენდების სიჭარბით. უშგულიდან დავბრუნდებით მესტიის სასტუმროში და იქვე მივირთმევთ გემრიელ ვახშამს.
ღამისთევა სვანეთის პროვინციაში. კვება: საუზმე, ვახშამი. მანძილი: 100 კმ / 60 მილი

ორშაბათი: ჰაწვალის მთა - ბათუმი
09:00 - საბაგირო გზით ავალთ ჰაწვალის მთაზე, საიდანაც იშლება უშბისა და თეთნულდის მწვერვალების მომნუსხველი 360 გრადუსიანი პანორამა. სვანეთიდან გავემგზავრებით ბათუმში. გავივლით რეგისტრაციას ბათუმის სასტუმროში და გავისეირნებთ ბათუმის სანაპიროზე. ზღვისპირა ბულვარში მოვინახულებთ ალის და ნინოს უნიკალურ მოძრავ ძეგლს, ქართული ანბანის კოშკს, ჭაჭის შადრევანს, პიაცას და ევროპის მოედნებს. გვექნება თავისუფალი საღამო ბათუმის ბულვარში, რომელიც გვთავაზობს კაფეების, დისკო-ბარების ფართო არჩევანს, ველოსიპედების გაქირავებას, გემით გასეირნებას, აქვე შეგვიძლია ვიპოვოთ მომღერალი შადრევნები და სუვენირების მაღაზიები.
ღამისთევა ბათუმში. კვება: საუზმე. მანძილი: 300 კმ / 190 მილი

სამშაბათი: დაბრუება თბილისში / ქუთაისში
დილით გექნება თავისუფალი დრო, რომლის განმავლობაშიც შეგვიძლია ვინებივროთ ზღვის სანაპიროზე. ხოლო, 12 საათზე დავტოვებთ სასტუმროს და გავემგზავრებით გონიოს ციხისკენ, რომელიც უძველესი რომის იმპერიის აღმოსავლეთ უკიდურეს წერტილში მდებარეობდა; ვეწვევით აპსაროსის ციხეს და გავემგზავრებით ბათუმის ბოტანიკური ბაღისკენ. ბაღი მოიცავს მწვანე კონცხის 113 აკრს და აქ ყველა კონტინენტიდან ჩამოტანილი 5000-მდე სახეობის მცენარე ხარობს. 2 საათის განმავლობაში, საფეხმავლო ტურით მოვივლილთ ბაღის ცხრა ფლორისტიკურ სექციას. ბოტანიკური ბაღიდან გზას გავაგრძელებთ ქუთაისისკენ ან თბილისისკენ (ფრენის ადგილის მიხედვით).
ღამისთევა თბილისში/ქუთაისში. კვება: საუზმე. მანძილი: 400 კმ / 250 მილი

ოთხშაბათი: გამგზავრება
ტრანსფერი სასტუმროდან აეროპორტში.


ტურის ფასი მოიცავს:
- აეროპორტის ტრანსფერები
- ექსკურსიები
- განთავსება - 10 ღამე
- საუზმე სასტუმროებში
- სადილი ყაზბეგში
- ვახშამი ქუთაისში
- ვახშამი მესტიაში (x2)
- მუზეუმების ბილეთები
- საბაგიროს ღირებულება
- ღვინის დეგუსტაცია კახეთში
- გიდის მომსახურება

დამატებითი მომსახურება:
ღამის დამატება სასტუმროში: 225 ლარი ოთახი, საუზმისა და გადასახადების ჩათვლით
ჯომარდობა არაგვზე (90 წუთი): 130 ლარი ერთ პერსონაზე, ტრანსფერების ჩათვლით

ჯგუფის მაქსიმალური რაოდენობა არის 8 ადამიანი. ყველა ტური გარანტირებულია, თუ იქნება თავისუფალი ადგილები ჯგუფში. ჯგუფში დამატების სურვილის შემთხვევაში, მოგვწერეთ.

 

მთებიდან ზღვამდე ტური

ტურის აღწერილობა: თბილისი, მცხეთა, სიღნაღი, თელავი, უფლისციხე, გორი, ქუთაისი

ტურის დაჯავშნის ფორმა

ეტაპი 1: ჯავშანი საკრედიტო ბარათის გარეშე

ნომრის ტიპი ნომრის ფასი ნომრის რაოდეონბა
ერთადგილიანი 11083.66 GEL
ორადგილიანი 12184.88 GEL
სამადგილიანი 17462.13 GEL
ოთხადგილიანი 20822.98 GEL
ნომრები: ჯამი: ჯგუფი:

 დაბრუნება