Desktop version
ტურების ფილტრი
ფილტრის მოხსნა

პაკეტის მიხედვით

სახეობის მიხედვით

ხანგრძლიობის მიხედვით

ადგილის მიხედვით

სეზონის მიხედვით

დაგეგმეთ თქვენი ტური
მოგზაურების რაოდენობა  
დღეების რაოდენობა  
ჩამოსვლის თარიღი (არჩევითი)
 
გამგზავრების თარიღი (არჩევითი)
 

განთავსება

მოგზაური: 1
ოთახის კატეგორიები (მიუთითეთ სასურველი ოთახების რაოდენობა შესაბამის გრაფაში):
ერთადგილიანი ორადგილიანი სამადგილიანი

სასტუმროს კატეგორიები:

ეკონომი
საშუალო
მაღალი
სასტუმროს გარეშე

სასტუმროში შესვლა ჩამოსვლის დღეს

რეგისტრაცია 14:00 საათის შემდეგ
რეგისტრაცია 14:00 საათამდე


ძებნა

4 დღიანი ტური საქართველოში [ჯგუფური]

ტურის თარიღები: გარანტირებული გასვლა ყოველ კვირას, მთელი წლის განმავლობაში.
ტურის ხანგრძლივობა: 4 დღე / 4 ღამე. 

ტურის აღწერილობა: 

 

ორშაბათი: თბილისი - ჯვარი - მცხეთა
10:00 - ტურს ვიწყებთ სამების საკათედრო და მეტეხის ტაძრების მონახულებით, გავაგრძელებთ ტურს აბანოთუბანში, რომელიც ცნობილია გოგირდოვანი წყლების აბანოებით. ევროპის მოედნიდან საბაგირო გზით ავალთ ნარიყალას ციხეზე, გავისეირნებთ შარდენის ქუჩაზე, რომელიც სავსეა სუვენირების და საჩუქრების მაღაზიებით. შეუძლებელია ძველი თბილისის ტური დასრულებულად ჩაითვალოს სიონის საკათედრო ტაძრისა და ანჩისხატის ბაზილიკის მონახულების გარეშე. თავისუფლების მოედნიდან გავუყვებით თბილისის მთავარ ქუჩას - რუსთაველის გამზირს და გავაგრძელებთ გზას ჯვრის მონასტრისკენ, რომელიც VI საუკუნით თარიღდება. აქედან იშლება ულამაზესი პანორამული ხედი ქალაქ მცხეთაზე, რომელიც მდებარეობს ორი მდინარის შესართავს შორის. აქედან გავემგზავრებით ქალაქ მცხეთაში. მოვინახულებთ სვეტიცხოველის საკათედრო ტაძარს და დავბრუნდებით თბილისში. 
ღამისთევა თბილისში. კვება: საუზმე. მანძილი: 100 კმ / 60 მილი

 

სამშაბათი: ანანური - გუდაური - ყაზბეგი - გერგეთი - თბილისი
09:00 - დილით გავემგზავრებით კავკასიონის მთებისკენ. გზად შევჩერდებით ჟინვალის წყალსაცავზე და მოვინახულებთ ანანურის ციხეს. გავაგრძელებთ გზას გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტისკენ. გავყვებით საქართველოს ყოფილ სამხედრო გზას და ჯვრის უღელტეხილის გავლით ჩავალთ სტეფანწმინდაში, სადაც დავტკბებით გერგეთის მომნუსხველი ხედებით. ადგილობრივ ოჯახში ეგზოტიკური სადილის მირთმევის შემდეგ, დავბრუნდებით თბილისის სასტუმროში.
ღამისთევა თბილისში. კვება: საუზმე და სადილი. მანძილი: 350 კმ / 220 მილი

 

ოთხშაბათი: სიღნაღი - ბოდბე - ყვარელი - თელავი
09:00 - დილით გავემგზავრებით ციხე-ქალაქ სიღნაღში, რომელიც შემოფარგლულია 28 სამეთვალყურო კოშკიანი კედლით. მოვინახულებთ ბოდბის დედათა მონასტერს. მონასტრის ტერიტორიიდან იშლება ხედები საუკეთესო ქართული ღვინოების მიწაზე - ალაზნის ველზე, რომლელიც გარშემორტყმულია დიდი კავკასიონის ქედებით. ბოდბეს შემდეგ, შევჩერდებით ხარებას ღვინის გვირაბში, სადაც დავაგემოვნებთ ადგილობრივი ტრადიციების შესაბამისად, ქვევრში დამზადებულ კახურ ღვინოებს. მოვინახულებთ გრემის ციხეს, რის შემდეგაც გავაგრძელებთ გზას თელავისკენ და დავათვალიერებთ ძველ ქალაქს.
ღამისთევა კახეთში. კვება: საუზმე. მანძილი: 200 კმ / 125 მილი

 

ხუთშაბათი: ალავერდი - წინანდალი - შუამთა - თბილისი
09:00 - ტურს დავიწყებთ თელავის ბაზრის დათვალიერებით და გავაგრძელებთ გზას ალავერდის საკათედრო ტაძრისკენ. XI საუკუნეში აშენებული ალავერდი, ერთერთია ქვეყნის ოთხი ყველაზე დიდი საკათედრო ტაძრიდან და ყველაზე მაღალი ტაძარია საქართველოს უძველეს ტაძრებს შორის. შემდეგი გაჩერება წინანდლის საგვარეულო მამულში, რომელიც ცნობილია თავისი სილამაზით. უფლისწული ალექსანდრე ჭავჭავაძე იყო ცნობილი პოეტი და საზოგადო მოღვაწე საქართველოში. მის სახლში ჩვენ ვნახავთ ხელოვნების გალერეას და ბარს, სადაც შესაძლებელია ევროპული ტექნოლოგიით დამზადებული პირველი ქართული ღვინის - წინანდლის დაგემოვნება. გავაგრძელებთ ტურს იყალთოს აკადებიაში და შუამთის სამონასტრო კომპლექსში, საიდანაც, ულამაზესი გომბორის უღელტეხილის გავლით, გავემგზავრებით თბილისის სასტუმროში.
ღამისთევა თბილისში. კვება: საუზმე. მანძილი: 200 კმ / 125 მილი 

 

4 დღიანი ტურის ფასი ორადგილიან / სამადგილიან ნომერში: 1330 ლარი ერთ პერსონაზე.
4 დღიანი ტურის ფასი ერთადგილიან ნომერში: 1880 ლარი ერთ პერსონაზე. 


ტურის ფასი მოიცავს:
- ექსკურსიები
- განთავსება - 4 ღამე
- საუზმე სასტუმროებში
- სადილი ყაზბეგში
- მუზეუმების ბილეთები
- ღვინის დეგუსტაცია კახეთში
- გიდის მომსახურება

დამატებითი მომსახურება:
ღამის დამატება სასტუმროში: 225 ლარი ოთახი, საუზმისა და გადასახადების ჩათვლით
ჯომარდობა არაგვზე (90 წუთი): 130 ლარი ერთ პერსონაზე, ტრანსფერების ჩათვლით

ჯგუფის მაქსიმალური რაოდენობა არის 14 ადამიანი. ყველა ტური გარანტირებულია, თუ იქნება თავისუფალი ადგილები ჯგუფში. ჯგუფში დამატების სურვილის შემთხვევაში, მოგვწერეთ.

 


ტური საქართველოში 

ტურის აღწერილობა: თბილისი, მცხეთა, სიღნაღი, თელავი, გუდაური, ყაზბეგი.

 დაბრუნება

Old version