ტურების ფილტრი
ფილტრის მოხსნა

პაკეტის მიხედვით

სახეობის მიხედვით

ხანგრძლიობის მიხედვით

ადგილის მიხედვით

სეზონის მიხედვით

დაგეგმეთ თქვენი ტური
მოგზაურების რაოდენობა  
დღეების რაოდენობა  
ჩამოსვლის თარიღი (არჩევითი)
 
გამგზავრების თარიღი (არჩევითი)
 

განთავსება

მოგზაური: 1
ოთახის კატეგორიები (მიუთითეთ სასურველი ოთახების რაოდენობა შესაბამის გრაფაში):
ერთადგილიანი ორადგილიანი სამადგილიანი

სასტუმროს კატეგორიები:

ეკონომი
საშუალო
მაღალი
სასტუმროს გარეშე

სასტუმროში შესვლა ჩამოსვლის დღეს

რეგისტრაცია 14:00 საათის შემდეგ
რეგისტრაცია 14:00 საათამდე


ძებნა

საქართველოს ტური გიდ-მძღოლთან ერთად

აღმოაჩინეთ საქართველოს მთავარი ღირშესანიშნაობები, გაგაცნობთ ქართველ ხალხს, მათ უძველეს წეს-ჩვეულებებსა და ტრადიციებს. ესტუმრებით ხელნაკეთი ნივთების მაღაზიებს და დარჩებით პატარა სასტუმროებში. საქართველოს გარშემო დაუვიწყარი მოგზაურობის განმავლობაში, ჩვენი პროფესიონალი გიდი, საკუთარი კომფორტული ავტომობილით გამოემგზავრება თქვენთან ერთად.


დღე 1: ჩამოსვლის დღე
დახვედრა თბილისის აეროპორტში, ტრანსფერი სასტუმროში. ღამისთევა თბილისში.


დღე 2: თბილისი და მცხეთა
ტურს ვიწყებთ მე-15 საუკუნით დათარიღებული აბანოთუბნით, რომელიც ცნობილია გოგირდოვანი წყლების აბანოებით, ტურს გავაგრძელებთ ნარიყალას ციხესიმაგრის და მეტეხის ტაძრის მონახულებით. გავისეირნებთ შარდენის ქუჩაზე, რომელიც სავსეა სუვენირების და საჩუქრების მაღაზიებით. შეუძლებელია ძველი თბილისის ტური დასრულებულად ჩაითვალოს სიონის საკათედრო ტაძრისა და ანჩისხატის ბაზილიკის მონახურების გარეშე. გავაგრძელებთ გზას ჯვრის მონასტრისკენ, რომელიც VI საუკუნით თარიღდება. აქედან იშლება ულამაზესი პანორამული ხედი ქალაქ მცხეთაზე, რომელიც მდებარეობს ორი მდინარის შესართავს შორის. აქედან გავემგზავრებით ქალაქ მცხეთაში. მოვინახულებთ სვეტიცხოველის საკათედრო ტაძარს და სამთავროს მონასტერს. საღამოს მივიღებთ მონაწილეობას კულინარიულ მასტერკლასში, სადაც ვისწავლით ტრადიციული კერძის-საცივის მომზადებას.
ღამისთევა თბილისში. კვება: საუზმე და სადილი. მანძილი: 100 კმ/60 მილი.


დღე 3: ბოდბე - სიღნაღი - გრემი - ნეკრესი - თელავი
გავემგზავრებით საქართველოს ღვინის რეგიონში, კახეთში. ვესტუმრებით ბოდბეს მონასტერს, საიდანაც იშლება ხედები ალაზნის ველზე, რომელიც გარშემორტყმულია დიდი კავკასიონის ქედებით. გავაგრძელებთ გზას ციხე-ქალაქ სიღნაღისკენ, გავისეირნებთ ძველ ქალაქში და ვესტუმრებით ტრადიციულ ღვინის მარანს, სადაც დავაგემოვნებთ ადგილობრივი ტრადიციების შესაბამისად, ქვევრში დამზადებულ ქართულ ღვინოებს. სიღნაღის შემდეგ მოვინახულებთ გრემის ციხეს. წავალთ სალაშქროდ ნეკრესის სამონასტრო კომპლექსამდე (2-3 საათი), რომელიც აშენებულია მე-4 საუკუნეში. დავრჩებით სასტუმროში, სადაც გაგვიმასპინძლდებიან ტრადიციული ქართული კერძით - მწვადით, წითელი ღვინის- საფერავის თანხლებით.
ღამისთევა თელავში. კვება: საუზმე, ვახშამი. მანძილი: 190 კმ/120 მილი.


დღე 4: თელავი - ალავერდი - წინანდალი - თბილისი
ტურს დავიწყებთ თელავის ბაზრის დათვალიერებით და გავაგრძელებთ გზას ალავერდის საკათედრო ტაძრისკენ. XI საუკუნეში აშენებული ალავერდი, ერთერთია ქვეყნის ოთხი ყველაზე დიდი საკათედრო ტაძრიდან და ყველაზე მაღალი ტაძარია საქართველოს უძველეს ტაძრებს შორის. შემდეგი გაჩერება წინანდლის საგვარეულო მამულში, რომელიც ცნობილია თავისი სილამაზით. უფლისწული ალექსანდრე ჭავჭავაძე იყო ცნობილი პოეტი და საზოგადო მოღვაწე საქართველოში. მის სახლში ჩვენ ვნახავთ ხელოვნების გალერეას და ბარს, სადაც შესაძლებელია ევროპული ტექნოლოგიით დამზადებული პირველი ქართული ღვინის - წინანდლის დაგემოვნება. ვესტუმრებით საოჯახო მარანს, სადაც გვექნება სადილი და დავაგემოვნებთ სახლში წარმოებულ ღვინოებს, გავემგზავრებით თბილისის სასტუმროში.
ღამისთევა თბილისში. კვება: საუზმე, სადილი. მანძილი: 190 კმ/120 მილი.


დღე 5: თბილისი - ანანური - ჟინვალის წყალსაცავი - გუდაური - სტეფანწმინდა
ყოფილი სამხედრო გზის გავლით გავემგზავრებით კავკასიონის მთებისკენ, სადაც დავტკბებით მთების ხედებით. გზად შევჩერდებით ჟინვალის წყალსაცავზე და მოვინახულებთ ანანურის ციხეს. ციხის კედლები გამაგრებულია რამდენიმე კოშკით, რომლიდანაც იშლება ულამაზესი ხედები. ციხესიმაგრის შიგნით, მთავარი ტაძარი გაფორმებულია ჯვრისა და ყურძნნის მდიდრული ჩუქურთმებით. გავაგრძელებთ გზას გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტისკენ. გავყვებით საქართველოს ყოფილ სამხედრო გზას და ჯვრის უღელტეხილის (2379 მ) გავლით ჩავალთ სტეფანწმინდაში. სასტუმროში შესვლის შემდეგ, ადგილობრივ ოჯახში გვექნება ეგზოტიკური ვახშამი, სადაც დავაგემოვნებთ ტრადიციულ ხინკალს.
ღამისთევა სტეფანწმინდაში. კვება: საუზმე, ვახშამი. მანძილი: 170 კმ/105 მილი.


დღე 6: სტეფანწმინდა - გერგეთი - სოფელი ჯუთა - თბილისი
დღეს ჩვენ ვესტუმრებით ყაზბეგის მხარეს და ავალთ თვალწარმტაც გერგეთის სამების ტაძართან, რომელიც გვთავაზობთ ხედს დარიალის ხეობაზე და მყინვარწვერზე, რომლიც მწვერვალზეც (5034 მ.) თოვლი არასოდეს დნება. ვაგრძელებთ გზას სოფელ ჯუთაში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დასახლებაა (2200 მ). სოფელი ჯუთადან წავალთ სალაშქროდ ჭაუხის მთისკენ (4-5 საათი), რომელიც გარშემორტყმულია ყვავილოვანი ველებით, მდინარეებით. დავბრუნდებით თბილისში.
ღამისთევა თბილისში. კვება: საუზმე, პიკნიკი. მანძილი: 180 კმ/110 მილი.


დღე 7: გამგზავრება
ტრანსფერი სასტუმროდან აეროპორტში.

 

ტურის ფასი მოიცავს:
- ტრანსპორტირება კომფორტული ტრანსპორტით
- სასტუმროებში განთავსება საუზმით (6 ღამით)
- აქტივობები და ღირშესანიშნაობები მარშრუტის მიხედვით
- კულინარიული მასტერკლასი ვახშმით თბილისში
- ღვინის დეგუსტაცია კახეთში
- ვახშამი და წითელი ღვინის დეგუსტაცია კახეთში
- სადილი, სახლში წარმოებული ღვინით კახეთში
- ვახშამი ყაზბეგში
- პიკნიკი ყაზბეგში
- მუზეუმების ბილეთები
- პროფესიონალი გიდის მომსახურება

ინდივიდუალური მოგზაურობა

ტურის ხანგრძლივობა: 7 დღე / 6 ღამე.

ტურის დაჯავშნის ფორმა

ეტაპი 1: ჯავშანი საკრედიტო ბარათის გარეშე

ნომრის ტიპი ნომრის ფასი ნომრის რაოდეონბა
ერთადგილიანი 5634.79 GEL
ორადგილიანი 9896.64 GEL
სამადგილიანი 13300.4 GEL
ოთხადგილიანი 15674.44 GEL
ნომრები: ჯამი: ჯგუფი:

 დაბრუნება