ტურების ფილტრი
ფილტრის მოხსნა

პაკეტის მიხედვით

სახეობის მიხედვით

ხანგრძლიობის მიხედვით

ადგილის მიხედვით

სეზონის მიხედვით

დაგეგმეთ თქვენი ტური
მოგზაურების რაოდენობა  
დღეების რაოდენობა  
ჩამოსვლის თარიღი (არჩევითი)
 
გამგზავრების თარიღი (არჩევითი)
 

განთავსება

მოგზაური: 1
ოთახის კატეგორიები (მიუთითეთ სასურველი ოთახების რაოდენობა შესაბამის გრაფაში):
ერთადგილიანი ორადგილიანი სამადგილიანი

სასტუმროს კატეგორიები:

ეკონომი
საშუალო
მაღალი
სასტუმროს გარეშე

სასტუმროში შესვლა ჩამოსვლის დღეს

რეგისტრაცია 14:00 საათის შემდეგ
რეგისტრაცია 14:00 საათამდე


ძებნა

საქართველოს ფარული მარგალიტები: მოგზაურობა გაუკვალავ ბილიკზე

მოვინახულებთ VI საუკუნის ბოლოს აშენებულ ჯვრის მონასტერს, ქალაქ მცხეთას და ორგანულ მეურნეობას, სადაც ადგილობრივებთან ერთად დავრგავთ, ავიღებთ მოსავალს და მოვამზადებთ კერძებს. აჭარის მაღალმთიან სოფელ ვაიოში ვიხილავთ ნამდვილ მარანს და გავეცნობით ქართული მეღვინეობის მრავალსაუკუნოვან ტექნოლოგიას, რაც გულისხმობს ღვინის თიხის ჭურჭელში - ქვევრში მომზადებას. გავეცნობით ჩაის მოყვანის კულტურას გურიის რეგიონში და მოვამზადებთ ქართულ კერძებს. 

Day 1 - 08:00: გიდთან შეხვედრა თქვენთვის სასურველ ადგილას და მოგზაურობის დაწყება. გავემგზავრებით მცხეთაში, რომელიც თბილისის დაარსებამდე საქართველოს დედაქალაქად გვევლინებოდა. მცხეთა დაახლოებით 2500 წლისაა და UNESCO-ს მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. აქ ჩვენ მოვინახულებთ VI საუკუნის ბოლოს აშენებულ ჯვრის მონასტერს: ჩვენს თვალწინ იშლება მთებს შორის განლაგებული მცხეთის და ორი მდინარის შესართავის ულამაზესი პანორამული ხედი. ვაგრძელებთ გზას ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისკენ, სადაც გავივლით 3 საათიან სალაშქრო მარშრუტს სოფელ ქვაბისხევში. მოვინახულებთ ორგანულ მეურნეობას, სადაც დავკავდებით სეზონური აქტივობებით: დავრგავთ, ავიღებთ მოსავალს და მოვამზადებთ კერძებს ადგილობრივებთან ერთად. განთავსება ადგილობრივ საოჯახო სასტუმროში.
ღამისთევა: სოფელ აწყურში. კვება: ვახშამი. მანძლი: 200 კმ / 125 მილი

Day 2 - გავემგზავრებით კლდეში ნაკვეთ ქალაქ ვარძიაში, გზად გვექნება ფოტო სტოპები რაბათის და ხერთვისის ციხეებთან. მე-12 საუკუნეში შექმნილი ქალაქი-გამოქვაბული ვარძია ასობით კლდეში ნაკვეთ ოთახს მოიცავს, გადაჭიმულია ერთი კილომეტრის მანძილზე და 13 სართულის სიმაღლეს აღწევს. მოვინახულებთ სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ერთ-ერთ შედევრს, ზარზმის მონასტერს და თვალწარმტაცი გოდერძის უღელტეხილის გავლით გავემგზავრებით სოფელ ბეშუმში. განთავსება და ვახშამი სასტუმროში.
ღამისთევა: კურორტ გოდერძზე. კვება: საუზმე, სადილი - პიკნიკი და ვახშამი. მანძილი: 230 კმ / 150 მილი.

Day 3 - გამგზავრება აჭარის მაღალმთიან სოფელ ვაიოში - ადგილობრივი ფერმერის ლადო შავიშვილის ოჯახში. აქ ჩვენ ვიხილავთ ნამდვილ ქართულ ღვინის მარანს და გავეცნობით მეღვინეობის უძველეს ტექნოლოგიას, რაც გულისხმობს ღვინის თიხის ჭურჭელში - ქვევრში მომზადებას. ამ უკანასკნელს, ჩვეულებრივ, მიწაში ფლავენ. სუსხიანი მყინვარებიდან გზას თბილ შავიზღვისპირეთში ვაგრძელებთ: ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოტანიკური ბაღი მდებარეობს ბათუმის მახლობლად - მწვანე კონცხის მთის კალთებზე. იგი 9 გაყოფილებისგან შედგება, მოიცავს 113 ჰექტარზე განაწილებულ უნიკალურ მცენარეთა ჯიშების 5000-ზე მეტ სახეობას. ბოტანიკული ბაღი ასევე გვთავაზობს შავი ზღვის სანაპიროს შესანიშნავ ხედებსაც. ზღვის მახლობლად მცირედი შესვენების შემდეგ, გავემგზავრებით შემდეგ რეგიონში - გურიაში.
ღამისთევა: ოზურგეთში. კვება: საუზმე, სადილი, ვახშამი. მანძილი: 180 კმ / 115 მილი.

Day 4 - მოვინახულებთ სოფელ ბახვს, სადაც ვეზიარებით ჩაის მოყვანის მდიდარ ტრადიციებსა და კულტურას გურიის რეგიონში. პროგრამა დაიწყება ჩაის პლანტაციებიდან, სადაც გავიგებთ როგორ უნდა შევარჩიოთ და დავკრიფოთ ჩაის ფოთლები სხვადასხვა ტიპის ჩაისთვის, ასვე ვეწვევით პატარა საოჯახო ჩაის ფაბრიკას, რის შემდეგაც, გადავინაცვლებთ სხვა რეგიონში და მოვამზადებთ იმერულ ხაჭაპურს ადგილობრივებთან ერთად. განთავსება მასპინძლის საოჯახო სასტუმროში.
ღამისთევა: სოფელი საზანო. კვება: საუზმე, სადილი და ვახშამი. მანძილი: 150 კმ / 95 მილი

Day 5 - გამგზავრება პატარა „მაღაროების ქალაქ“ ჭიათურაში - აქ გველოდება საბაგირო გზები და დიდებული კაცხის სვეტი, ეს არის 40 მეტრი სიმაღლის ბუნებრივი კირქვის მონოლითური კოშკი, რომელიც კარშუნას მდინარის ხეობას გადმოყურებს. სვეტის თავზე პაწაწინა ეკლესიაა (კლდეზე გადმოკიდებული ჯაჭვის კიბით ტაძარში ასვლის უფლება მხოლოდ ბერებს აქვთ). კაცხის სვეტთან ფოტოების გადასაღბად შევჩერდებით და შემდეგ გავაგრძელებთ გზას მღვიმევის მე-8 საუკუნით დათარიღებული, კლდეში ნაკვეთი მონასტრის მოსანახულებლად. ჭიათურის ექსკურსიის შემდეგ, ტური დასრულდება თქვენთვის სასურველ ლოკაციაზე.
ღამისთევა არ არის გათვალისწინებული. კვება: საუზმე. მანძილი: 260 კმ /160 მილი

 

 ტურის ფასი მოიცავს:
- ტრანსფერებს
- ექსკურსიებს
- განთავსება 4 ღამე საოჯახო სასტუმროებში ქალაქგარეთ
- კვება: საუზმე (4), სადილი (3), ვახშამი (4)
- ბილეთები
- პროფესიონალი გიდი

ტური ტარდება მხოლოდ 20 მაისიდან 31 ოქტომბრამდე. 
გაუქმება: უფასოა ჩამოსვლამდე 15 დღით ადრე
5 წლამდე ბავშვი: არ არის რეკომენდირებული
6 წლის და უფროსი ბავშვი: 25% ფასდაკლება
ჯგუფის მაქსიმალური მოცულობა: 6 ადამიანი
ტურამდე და ტურის შემდგომი განთვსება: 60 ევრო ოთახი - საუზმის და გადასახადების ჩათვლით.

 

ინდივიდუალური მოგზაურობა 5 დღე

ტურის ხანგრძლივობა: 5 დღე / 4 ღამე.

ტურის დაჯავშნის ფორმა

ეტაპი 1: ჯავშანი საკრედიტო ბარათის გარეშე

ნომრის ტიპი ნომრის ფასი ნომრის რაოდეონბა
ერთადგილიანი 2602.87 GEL
ორადგილიანი 4690.89 GEL
სამადგილიანი 6435.68 GEL
ოთხადგილიანი 7894.43 GEL
ნომრები: ჯამი: ჯგუფი:

 დაბრუნება