ტურების ფილტრი
ფილტრის მოხსნა

პაკეტის მიხედვით

სახეობის მიხედვით

ხანგრძლიობის მიხედვით

ადგილის მიხედვით

სეზონის მიხედვით

დაგეგმეთ თქვენი ტური
მოგზაურების რაოდენობა  
დღეების რაოდენობა  
ჩამოსვლის თარიღი (არჩევითი)
 
გამგზავრების თარიღი (არჩევითი)
 

განთავსება

მოგზაური: 1
ოთახის კატეგორიები (მიუთითეთ სასურველი ოთახების რაოდენობა შესაბამის გრაფაში):
ერთადგილიანი ორადგილიანი სამადგილიანი

სასტუმროს კატეგორიები:

ეკონომი
საშუალო
მაღალი
სასტუმროს გარეშე

სასტუმროში შესვლა ჩამოსვლის დღეს

რეგისტრაცია 14:00 საათის შემდეგ
რეგისტრაცია 14:00 საათამდე


ძებნა

ინდივიდუალური ტური ავთენტურ საქართველოსა და სომხეთში

დღე 1 - გიდთან შეხვედრა და ტურის დაწყება. რამდენიმე წუთის მგზავრობის შემდეგ, აღმოჩნდებით მცხეთაში - ქალაქში, რომელიც საქართველოს დედაქალაქი იყო თბილისის დაარსებამდე. მცხეთა დაახლოებით 2, 500 წლისაა და იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. აქ თქვენ მოინახულებთ ჯვრის ტაძარს, აგებულს VI საუკუნის დასასრულს. აქედან იშლება ლამაზი ხედები მტკვრისა და არაგვის შესართავსა და მცხეთაზე, რომელიც ორ მთას შორის მდებარეობს. შემდეგ გზას განვაგრძობთ შემდეგ რეგიონში, სადაც კულინარიის მასტერკლასი ჩატარდება და გამოაცხობთ იმერულ ხაჭაპურს. ღამით დარჩებით საოჯახო სასტუმროში.
ღამისთევა სოფელ საზანოში. კვება: საუზმე და ვახშამი. მანძილი: 210 კმ /130 მილი.

დღე 2 - გავეცნობით რაჭას. გზად ამბროლაურისკენ ულამაზეს შაორის წყალსაცავს გავივლით. მოვინახულებთ ნიკორწმინდის ტაძარს, აგებულს X საუკუნეში და ბარაკონის ეკლესიას, რომელიც შუასაუკუნოვანი საქართველოს არქიტექტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მაგალითია. ტური დასრულდება სოფელ ქორენიშში, ვერანდაზე სადილითა და უნიკალური ღვინით, რომელიც მზადდება უსახელაურის - ადგილობრივი მთის ჯიშის ყურძნისგან. ღამის თევა ქალაქ ლენტეხში (ზამთრის პერიოდში, როდესაც უღელტეხილი ცაგერის გავლით დაკეტილია, სვანეთის რეგიონში მოსახვედრად ვიყენებთ ზუგდიდი-მესტიის გზას და ღამის გასათევად მარტვილში ვჩერდებით).
ღამით ქალაქ ლენტეხში ან სოფელ მარტვილში გაჩერება. კვება: საუზმე, სადილი, ვახშამი. მანძილი: 180 კმ / 110 მილი.

დღე 3 - შემდეგი რეგიონი, რომელსაც მოვინახულებთ, საუკუნეების განმავლობაში დამალული იყო მთელი სამყაროსგან თავისი ადგილმდებარეობის გამო. სვანეთი გარშემოცულია ველური მთის ლანდშაფტებით, პატრიარქალური სოფლებითა და უძველესი ლეგენდებით. ყველაზე მაღალი დასახლება აქ უშგულია - კოშკების სოფელი. სოფლის დათვალიერება, X საუკუნის ლამარიის ტაძრის მონახულება, რომელიც საოცარი ფრესკებითაა ცნობილი. დღის დასასრულს გველოდება ვახშამი ოჯახში. სვანებს თავისებური სამზარეულო აქვთ და საღამოს შესაძლებლობა გვეძლევა გავეცნოთ სვანური კულინარიის თავისებურებებსა და ტრადიციებს.
განთავსება საოჯახო სასტუმროში. ღამისთევა სოფელ უშგულში. კვება: საუზმე და ვახშამი. მანძილი: 120კმ / 75 მილი.

დღე 4 - მივემართებით სოფელ ბეჩოსკენ. გზაზე გავჩერდებით სურათების გადასაღებად სოფლებში ბეჩოსა და მულახში. მესტიის გავლით მოვხვდებით სოფელ ბეჩოში, საიდანაც ლაშქრობას ვიწყებთ ჩანჩქერ შდუგრასკენ, რომელიც ერთ-ერთი უდიდესია საქართველოში. გზაზე მთა უშბასა და მდინარის ხეობაზე იშლება ხედები. საღამოს ვახშამი მწვადით ოჯახში.
ღამისთევა სოფელ ბეჩოში. კვება: საუზმე და ვახშამი. მანძილი: 70 კმ / 45 მილი. ლაშქრობა 6 კმ. საშუალო სირთულის.

დღე 5 - ცივი მყინვარწვერების შემდეგ გავემართებით თბილი შავი ზღვისკენ. გზაზე მოვინახულებთ ენგურჰესს - უდიდესს კავკასიაში. ჩავალთ ანაკლიაში - სამეგრელოს რეგიონის მყუდრო კურორტზე, რომელიც ცნობილია ქვიშიანი სანაპიროებითა და გამორჩეული სტუმართმოყვარეობით. აქ შესაძლებლობა გეძლევათ დაისვენოთ ქვიშიან პლიაჟზე. შემდეგ მასპინძელი გაგაცნობთ ადგლობრივი რძის პროდუქტების წამოებასა და კულინარიულ ტრადიციებს. მონაწილეობას მიიღებთ ქართულ სუფრაში თამადასთან ერთად, რომელიც, როგორც წესი, ოჯახის უფროსია.
ღამისთევა ანაკლიაში. კვება: საუზმე და ვახშამი. მანძილი: 180 კმ / 110 მილი.

დღე 6 - მივემგაზავრებით სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების ცენტრში - სამცხე-ჯავახეთში. ჩავატარებთ სეზონურ სამუშაოებს ორგანულ ფერმა ბარბალეში: თესვა, ან მოსავლის აღება და მასპინძელთან ერთად სადილის მომზადება.
განთავსება საოჯახო სასტუმროში. ღამის თევა სოფელ აწყურში. კვება: საუზმე და ვახშმი. მანძილი: 200 კმ / 125 მილი.

დღე 7 - გავემგზავრებით კლდეში ნაკვეთ ქალაქ ვარძიაში. გზად სურათების გადასაღებად გაჩერებები გვექნება ხერთვისისა და რაბათის ციხესიმაგრეებთან. ვარძია აგებულია XII საუკუნეში და შედგება ასობით კლდეში გამოკვეთილი გამოქვაბულისაგან. ქალაქი კილომეტრზეა გაჭიმული და სიმაღლით 13 სართულს აღწევს. ამის შემდეგ მოგზაურობის მომდევნო ეტაპი დგება - სომხეთი. საზღვრის გადაკვეთის შემდეგ, იცვლით გიდსა და ტრანსპორტს. სომხეთში ტური გიუმრით - შირაქის ოლქის ცენტრით იწყება. ძველ და ახალ ქუჩებზე გასეირნება და გიუმრის უნიკალური არქიტექტურის გაცნობა. ერანკუნის სტუდიის ვიზიტი, სადაც სამჭედლო საქმიანობის მასტერკლასი ჩაგიტარდებათ. ოსტატი გაგიკი, ერთ-ერთი საუკეთესო მჭერდელი გიუმრიში გაგიმხელთ რკინასთან მუშაობის საიდულოებს.
განთავსება საოჯახო სასტუმროში ვილა ყარსი. ღამის თევა გიუმრიში. კვება: საუზმე და ვახშამი. მანძილი: 190 კმ / 125 მილი.

დღე 8 - გავემგზავრებით აშტარაკში. ღვინის დეგუსტაცია კომპანია არმენია ვაინში. ეს თანამედროვე ღვინის ქარხანა, აშენებული სომხური კლასიკური არქიტექტურის სტილში, ღვინის მოყვარულთა საყვარელი ადგილია. ასევე მოინახულებთ კარმრავორის ეკლესიას, რომელიც VII საუკუნეშია აგებული და სომხეთში შემონახული, მცირე ზომის, გუმბათოვანი ნაგებობების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. ასევე ნახავთ შოკოლადის უნიკალურ ქარხანას გურმე დურმე. აქ სტუმრები გაეცნობიან შოკოლადის ისტორიასა და მისი დამზადების პროცესს. აქვე გასინჯავენ სომხურ შოკოლადს სხვადასხვა შიგთავსით. გავემგზავრებით ერევნისკენ.
ღამისთევა ერევანში. კვება: საუზმე და წახემსება ღვინის დეგუსტაციის დროს. მანძილი: 150 კმ / 95 მილი.

დღე 9 - კოტაიქის პროვონციის ერთ-ერთი ულამაზესი მონასტრის - გეგარდის მონახულება. ეს კლდეში ნაკვეთი XIII საუკუნის კომპლექსი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი. ასევე ნახავთ გარნის წარმართულ ტაძარს, რომელიც სომხეთის მეფე თრდატის მიერ, მზის ღვთაება მითრას სახელზე I საუკუნეშია აგებული. ასევე მონაწილეობას მიიღებთ ტრდიციული პურის - ლავაშის ცხობის მასტერკლასში და სადილზე ქათმის მწვადს მიირთმევთ. გავაგრძელებთ გზას ტბა სევანისკენ. ვახშამზე მიირთმევთ ტრადიციულ სადილებს დილიჟანში, კაზანოვა ინში.
ღამისთევა დილიჟანში. კვება: საუზმე, სადილი და ვახშამი. მანძილი: 155 კმ / 100 მილი.

დღე 10 - გავემგზავრებით სოფელ ფიოლეტოვოში, დავაგემოვნებთ ჩაისა და ოჯახის გემრიელ ღვეზელს. გზას განვაგრძობთ ხაჩკარების სტუდიისაკენ, სადაც ქვაზე ჭრაში მივიღებთ მონაწილეობას. ასევე მოვინახულებთ ალავერდს, ცნობილს ისტორიული ძეგლებითა და სილამაზით. შემდეგ - X ს-ის ახპატის მონასტერს, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი. ტური ალავერდში დასრულდება და მიგიყვანთ თქვენთვის სასურველ ადგილამდე. ჩამოსმა შესაძლებელია მოხდეს ერევანი - თბილისის გზაზე.
სატუმროში განთავსება პროგრამაში აღარ შედის. კვება: საუზმე და პიკნიკი. მანძილი: 110 კმ / 75 მილი. 

 ტურის ფასი მოიცავს:
- ტრანსფერებს
- ექსკურსიებს
- განთავსება 9 ღამე საოჯახო სასტუმროებში ქალაქგარეთ
- კვება: საუზმე (9), სადილი (6), ვახშამი (8)
- ბილეთები
- პროფესიონალი გიდი

ტური ტარდება სრული წლის მანძილზე. 
გაუქმება: უფასოა ჩამოსვლამდე 15 დღით ადრე
5 წლამდე ბავშვი: უფასო მშობელთან ერთად
6 წლის და უფროსი ბავშვი: 25% ფასდაკლება
ჯგუფის მაქსიმალური მოცულობა: 6 ადამიანი
ტურამდე და ტურის შემდგომი განთვსება მოთხოვნით.

სომხეთის ვიზა: https://evisa.mfa.am/
საქართველოს ვიზა: https://www.evisa.gov.ge/GeoVisa/

ინდივიდუალური მოგზაურობა

ტურის ხანგრძლივობა: 10 დღე / 9 ღამე.

ტურის დაჯავშნის ფორმა

ეტაპი 1: ჯავშანი საკრედიტო ბარათის გარეშე

ნომრის ტიპი ნომრის ფასი ნომრის რაოდეონბა
ერთადგილიანი 9839.43 GEL
ორადგილიანი 17848.27 GEL
სამადგილიანი 22539.16 GEL
ოთხადგილიანი 28145.35 GEL
ნომრები: ჯამი: ჯგუფი:

 დაბრუნება