საქართველოს გეოგრაფია
მდებარეობა: საქართველო მდებარეობს სამხრეთ კავკასიის ცენტრალურ ნაწილში, შავ და კასპიის ზღვებს შორის, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ უძველეს და უმოკლეს სატრანსპორტო გზაჯვარედინზე. ქვეყანას ჩრდილოეთით ესაზღვრება რუსეთის ფედერაცია, სამხრეთ-აღმოსავლეთით – აზერბაიჯანი, სამხრეთით – სომხეთი და თურქეთი, დასავლეთით კი შავი ზღვა.
ლანდშაფტი: საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილს წარმოადგენს დიდი კავკასიონი, საქართველოს ყველაზე მაღალი მთებით: შხარა 5068 მ, ყაზბეგი (მყინვარწვერი) 5047 მ, უშბა 4710 მ. ქვეყნის სამხრეთ ნაწილს კი წარმოადგენს მცირე კავკასიონი ან სამხრეთ საქართველოს ზეგანი. ამ ორ მთათა სისტემას შორის მდებარეობს კოლხეთის დაბლობი (ყველაზე დაბალი ადგილი -1,5 მ. არის პალიასტომის ტბის შემოგარენი), შიდა და ქვემო ქართლი და ალაზნის ველი.
მინერალური რესურსები: საქართველო ცნობილია მინერალური წყლების ნაირსახეობით. აქ არის 2000-ზე მეტი მინერალური წყარო, როგორიცაა: ბორჯომი, საირმე, ნაბეღლავი, ჯავა და ა.შ. ქვეყანა მდიდარია მტკნარი და თერმული წყლებით (მისი ტემპერატურა ზოგან 110°C-მდეა, რაც უმაღლესია მსოფლიოში). საქართველო მდიდარია მინერალური რესურსებით: ნავთობი, ქვანახშირი, რკინა, მაგნიუმი, სპილენძი, თუთია, ვერცხლი, ოქრო, ბაზალტი, გრანიტი და ა.შ.
წყლის რესურსები: საქართველოში 26 000 მდინარე და 756 ტბაა. ქვეყნის ყველაზე გრძელი მდინარეებია: მტკვარი, ალაზანი, თერგი, რიონი და ა.შ.
კლიმატი: საქართველოს შედარებით მცირე ტერიტორიაზე დედამიწის ზედაპირზე არსებული ჰავის თითქმის ყველა ზონაა, სუბტრტოპიკულიდან ალპურ ზონამდე და ხშირი ტყეებიდან ნახევრად უდაბნოებამდე. აქ კლიმატი თბილი და სასიამოვნოა. ლიხის ქედი საქართველოს ორ მკვეთრად განსხვავებულ კლიმატურ ნაწილად ჰყოფს: დასავლეთ საქართველოში არის სუბტროპიკული ჰავა ხშირი წვიმებით, ხოლო ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მშრალი, კონტინენტური ჰავაა.
წლის ყველაზე ცივი თვე არის იანვარი, ყველაზე თბილი თვე კი აგვისტო. იანვრის საშუალო ტემპეტატურა +3°C–დან (დასავლეთ საქართველო), -2°C-მდე (აღმოსავლეთ საქართველო), აგვისტოს საშუალო ტემპერატურა არის 23-26°C.
ფლორა და ფაუნა: მიუხედავად მისი მცირე ზომისა საქართველო დაფარულია მრავალფეროვანი მცენარეული საფარით, რაც გამოწვეულია საქართველოს დასავლეთისა და აღმოსავლეთის კლიმატებს შორის სხვაობით. ამჟამად საქართველოს მცენარეულ საფართან ყველაზე ახლოს ინდო-ავსტრალიური ტროპიკული ფლორა დგას. ტყე ფარავს საქართველოს ტერიტორიის 38,6%. საქართველოში აღრიცხულია ცხოველის დაახლოებით 100, ფრინველის 330, ქვეწარმავლის 48 სახეობა, ამფიბიის 11 და თევზის 160 სახეობა. საქართველო ცნობილია დაღესტნური და კავკასიური თხით, ზოლებიანი აფთარით, ირმით, მგლით, დათვით, კავკასიური წაულით, ბეღურით, შევარდენით, ხოხბით, სტეპების არწივით და ა.შ. ბორჯომ-ხარაგაულის, კოლხეთის, ლაგოდეხის და ა.შ. ეროვნული პარკებში დაცულია ქვეყნის უიშვიათესი ფლორა და ფაუნა.
რეკომენდირებული ტურები:
ჯიპ-ტური სვანეთში 4 დღე
საქართველოს სათავგადასავლო ტური 7 დღე
Explore more Georgia Tour Company