დაგეგმეთ თქვენი ტური
მოგზაურების რაოდენობა  
დღეების რაოდენობა  
ჩამოსვლის თარიღი (არჩევითი)
 
გამგზავრების თარიღი (არჩევითი)
 

განთავსება

მოგზაური: 1
ოთახის კატეგორიები (მიუთითეთ სასურველი ოთახების რაოდენობა შესაბამის გრაფაში):
ერთადგილიანი ორადგილიანი სამადგილიანი

სასტუმროს კატეგორიები:

ეკონომი
საშუალო
მაღალი
სასტუმროს გარეშე

სასტუმროში შესვლა ჩამოსვლის დღეს

რეგისტრაცია 14:00 საათის შემდეგ
რეგისტრაცია 14:00 საათამდე


ძებნა

თბილისი

თბილისი არის საქართველოს დედაქალაქი და აქვს დიდი ისტორია. იგი დაარსდა ჩვ.წ.აღ.-ით V საუკუნეში ქართველი მეფე ვახტანგ გორგასლის მიერ. მისი გრძელი და მშფოთვარე წარსულის განმავლობაში ქალაქი წარმოადგენდა სხვადასხვა ხალხისა და კულტურების შეხვედრის ადგილს. თბილისი, როგორც დედაქალაქი ძლევამოსილი ქვეყნისა მთელს კავკასიაში და ცენტრალურ აღმოსავლეთში, წარმოადგენს დიდი აბრეშუმის გზის, (რომელიც კვეთს მთელ აზიას აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ, ასრულებს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდის როლს) ერთ-ერთ მარშრუტს. თბილისის თანამედროვე ნაწილი და მისი გარეუბნები დასახლდა ოთხასი-ხუთასი წლის წინ. ქალაქის უძველი ნაწილი ცნობილია მრავალრიცხოვანი ეკლესიებითა და ისტორიული ძეგლებით, მუზეუმებით, ვიწრო ქუჩებითა და ხის ღია აივნიანი სახლებით, ქართლის დედის ქანდაკებით, რომელიც მთის წვერიდან გადმოჰყურებს ქალაქს და წარმოადგენს საქართველოს სიმბოლოს, იგი ესალმება მეგობრებს ღვინით სავსე ფიალით და მტრებს ხმლით. აქვე შეგხვდებათ ანჩისხატი (VI ს), სიონის საკათედრო ტაძარი (VII ს), ნარიყალას ციხე (IV ს), სინაგოგა, მეჩეთი, ისტორიული მუზეუმი, მთაწმინდა და ა.შ. თბილისში ბევრი საინტერესო ადგილია კარგი დროის გასატარებლად. თქვენ შეგიძლიათ გაისეირნოთ ძველი თბილისის ქუჩებში. აქ შეხვდებით ქართული სუვენირების მაღაზიებს, სურათებისა და ხელნაკეთი ნაწარმის ბაზრობებს ღია ცის ქვეშ, თანამედროვე კინოთეატრებს, თეატრებს, რესტორნებს, ბარებს, კაფეებს, სამორინეებს და ფიტნეს ცენტრებს. საქართველოში არსებობს ქალაქების დაარსების წლისთავის ფესტივალებით აღნიშვნის ტრადიცია, თბილისის ფესტივალი ყველაზი დიდია მათ შორის. თბილისის ფესტივალი – თბილისობა, რომელსაც ზეიმობენ ყოველწლიურად ოქტომბრის ბოლო კვირაში. შემოდგომის დასაწყისი, ეს არის მოსავლის აღებისა და ღვინის დაწურვის პერიოდი, ამ დროს არის ხოლმე ბევრი ქორწილებიც. ლეგენდა თბილისის დაარსების შესახებ: ერთ დღეს საქართველოს მეფე ვახტანგ გორგასალი ნადირობდა თბილისის მიდამოებში. მისმა შევარდენმა დაიჭირა ხოხობი, მაგრამ უცაბედად (მალე) ორივე გაუჩინარდა, მხოლოდ რამოდენიმე ხნის შემდეგ იპოვა მეფე ვახტანგმა ფრინველები, რომლებიც ჩავარდნილან გოგირდის წყაროში და მოხარშულან. რადგან გოგირდის წყალი იყო თბილი, მეფე ვახტანგმა გადაწყვიტა რომ ამ ადგილისთვის თბილისი დაერქვა. მოგვიანებით კი საქართველოს დედაქალაქი მცხეთიდან თბილისში გადმოიტანეს.

 

მცხეთა

მცხეთა საქართველოს ერთერთი უძველესი ქალაქია, ტრადიციის მიხედვით დაარსება უკავშირდება ქართველთა ლეგენდარულ წინაპრებს ქართლოსსა და მის შვილს მცხეთოსს. თითქმის 1000 წელი, ძვ.წ. IV საუკუნიდან ახ.წ. V საუკუნემდე მცხეთა იყო დედაქალაქი საქართველოს ერთ-ერთი სამეფოსი – იბერიის, რომელიც ანტიკური პერიოდის სამყაროში ერთ-ერთ ცნობილ სამეფოს წარმოადგენდა. მცხეთა მდებარეობს უმშვენიერეს ადგილზე, მდინარე მტკვარსა და არაგვის შესართავთან. ის დასახლებული იყო ძვ. წ. III ათასწლეულიდან. ძვ. წ. III საუკუნეში საქართველოს პირველმა მეფემ ფარნავაზმა აღმართა არმაზის, ქვეყნის მთავარი ღვთაების კერპი და მის საპატივსაცემოდ დიდი ციხესიმაგრე ააშენა. მცხეთაში, IV ს. მეფე მირიანმა წმინდა ნინოს ქადაგების შემდეგ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. მცხეთა დღემდე რჩება მართმადიდებლური ეკლესიის ბურჯად. სვეტიცხოველის საკათედრო ტაძარი (XII ს) და ჯვრის მონასტერი (VI ს) არის ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლები, საქართველოს არქიტექტურის და ისტორიის საგანძური. მცხეთასთან ახლოს არის შიომღვიმის მონასტერი (VI ს) გამოკვეთილი კლდოვან მთებში. ქალაქი მცხეთა თავის არქიტექტურული ძეგლებით აღნუსხულია იუნესკოს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ფონდში.

 

Old version